პარხატ მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ჯერ კიდევ შეუთანხმებელ საკითხებზე ბაქო-ერევნის მოლაპარაკებები თბილისში გაიმართება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტის შედეგების ხედვებზე ბაქოდან, სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორს, პარხატ მამედოვს ესაუბრა.

- ბატონო პარხატ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტისას მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟღერა. თქვენ როგორ შეაფასებდით აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს თბილისში და მის მიერ თბილისშივე გაჟღერებულ ინიციატივებს?

- აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ის თემები, რომელიც თბილისი ვიზიტის ფარგლებში იქნა განხილული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების პერსპექტივების თვალსაზრისით. შესაძლოა, პირველად აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების დახასიათებისას პრეზიდენტმა ალიევმა გამოიყენა ტერმინი „მოკავშირე ქვეყანა“.

30 წელია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულია სტაბილური, თანასწორი, ურთიერთმომგებიანი ურთიერთობები და ეს ორივე ქვეყნისთვის ამდენივე წელია ნორმადაა ქცეული.

მსოფლიოში დღეს არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია ორივე ქვეყანას გაუჩინა ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები. მაგრამ, პატარა ქვეყნებს შეუძლიათ ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს და შესაძლებლობები ვერ გამოიყენონ. იმისთვის, რომ მათ შეძლონ გამოწვევებთან გამკლავება და შესაძლებლობების გამოყენება, აუცილებელია რესურსების კონსოლიდაცია და იმგვარი მექანიზმების შექმნა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მათ რეალიზაციას.

ფაქტია, რომ ყველაზე აქტუალური თემაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები. ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანი და საქართველო თურქეთთან ერთად სამმხრივ ფორმატში აძლიერებენ თანამშრომლობას.

რაც შეეხება შესაძლებლობებს, იგი უპირველესად ეხება ჩვენი ქვეყნების სატრანსპორტო და ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გამოყენებას. ეს ეხება როგორც ტვირთების, ისე ენერგომატარებლების ტრანსპორტირების გაზრდას.

ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ჩვენ ქვეყნებს ამის ინფრასტრუქტურა უკვე აქვთ. მაგრამ, ახლა ორივეს ზრდის შესაძლებლობამ გვანახა, რომ ჩვენ ვართ იმ ზღვარზე, რომ რესურსებიც გვაქვს და თურქეთისა და სხვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შექმნილი სატრანსპორტო შესაძლებლობები, მაგრამ ისინი ახლა უკვე საკმარისი არაა. ჩვენი გაზსადენები, სარკინიგზო და სატრანსპორტო შესაძლებლობები სრულად არ გამოიყენება.

ამის კარგი მაგალითია ბაქო-სუფსის მილსადენი. იგი პრაქტიკულად ცარიელია. მასში ყოველწლიურად სიმბოლურად გადის 1 მილიონი ტონა ნავთობი. მაგრამ, ეს კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ მილსადენი მთლად ცარიელი არ იყოს და ინფრასტრუქტურის გამოყენება შესაძლებელი იყოს.

გარდა ამისა, ვხედავთ, რომ კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არიან ქვეყნები, რომლებიც თავისი ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ რუსეთში არსებულ მილებს. ახლა კი მათი სრულად გამოყენება არ შეუძლიათ.

იმისათვის რომ მათ აზერბაიჯანი დაეხმაროს ყაზახეთს, აზერბაიჯანულმა მხარემ უნდა შეძლოს ყაზახური ნავთობის ტანკერებით აზერბაიჯანში ტრანსპორტირება. ასეთი ტანკერები ან ასაშენებელია, ან შესაძენია. ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის შესაძლებელია ბაქო-სუფსის მილსადენი გამოყენება. ყაზახური და აზერბაიჯანული ნავთობი ერთმანეთს რომ არ შეერიოს ბაქო-სუფსის მილსადენი ნავთობით სხვადასხვა დროს დაიტვირთება.

ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის შესაძლებელია ბაქო-სუფსის მილსადენი გამოყენება. ყაზახური და აზერბაიჯანული ნავთობი ერთმანეთს რომ არ შეერიოს ბაქო-სუფსის მილსადენი ნავთობით სხვადასხვა დროს დაიტვირთება

გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტმა ალიევმა თქვა, შარშანდელთან შედარებით წელს ტვირთები 50%-ით გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მზად უნდა იყვნენ კონკურენცია გაუწიონ სხვებს იმაში, რომ ერთი მხრივ უზრუნველყონ ამ ტვირთების უსაფრთხოება და მეორე მხრივ გაამარტივონ ბიუროკრატიული პროცედურები. გადაზიდვებზე ტარიფები იყოს დაბალი და ასე შემდეგ.

ვფიქრობ, ეს საკითხები იყო პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტისას განხილვის მთავარი თემები. თბილისში ვიზიტისას პრეზიდენტმა ალიევმა საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა რეგიონული საკითხები. პრეზიდენტმა ალიევმა ჯერ კიდევ პრაღაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და თბილისში გაიმეორა, რომ კარგი იქნებოდა აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფორმატის შექმნა.

შარშანდელთან შედარებით წელს ტვირთები 50%-ით გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მზად უნდა იყვნენ კონკურენცია გაუწიონ სხვებს იმაში, რომ ერთი მხრივ უზრუნველყონ ამ ტვირთების უსაფრთხოება და მეორე მხრივ გაამარტივონ ბიუროკრატიული პროცედურები. გადაზიდვებზე ტარიფები იყოს დაბალი და ასე შემდეგ

- ერევანში მიაჩნიათ, რომ ეს ფორმატი კარგია, მაგრამ კიდევ უფრო კარგი იქნებოდა, თუ მასში მონაწილეობას ევროპელები და ამერიკელები მიიღებდნენ...

- 44 დღიანი ომის შემდეგ იყო წინადადება შექმნილიყო 3+3-ის ფორმატი. როგორც მახსოვს, ამ ფორმატში რამდენიმე სხდომა ჩატარდა, მაგრამ საქართველოს მასში მონაწილეობა არ მიუღია.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის არსებული კონფლიქტის გარდა არსებობს კონფლიქტები, სადაც სამხრეთ კავკასიის ქვეყანას საქართველოს აქვს კონფლიქტი რუსეთთან. მხედველობაში მაქვს ის, რომ მოსკოვს აღიარებული აქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სეპარატისტული წარმონაქმნები. ეს კი დღეს შეუძლებელს ხდის ამ ფორმატის სრულფასოვნად მუშაობას.

3+3-ის შექმნის ორი წლის თავზე აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატის შექმნის შესახებ. ამგვარი ფორმატის შექმნა გაზრდის მასში მონაწილე ქვეყნები სუბიექტურობას მეზობელი ქვეყნებისა და სხვა გეოპოლიტიკური ძალის ცენტრების - ევროკავშირს, აშშ-სა და ჩინეთის მიმართ.

პრეზიდენტმა ალიევმა ჯერ კიდევ პრაღაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და თბილისში გაიმეორა, რომ კარგი იქნებოდა აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფორმატის შექმნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამას აკეთებს გააზრებულად, რადგან თანამედროვე მსოფლიოში არსებული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, საერთაშორისო ორგანიზაციები დამბლადაცემულის მდგომარეობაშია. ეს ეხება ეუთო-ს, გაერო-ს და სხვებს.

ასეთ ვითარებაში დიდია იმის ალბათობა, რომ პატარა ქვეყნები გადაიქცნენ სხვადასხვა გეოპოლიტიკური ცენტრის ძალებს შორის დაპირისპირების ობიექტებად. ამის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანი სთავაზობს საქართველოსა და სომხეთს შექმნან ერთმანეთთან თანამშრომლობის ფორმატი. ეს ფორმატი გაზრდიდა მასში მონაწილე ქვეყნების სუბიექტობას, რაც ხელს შეუწყობდა იმასაც, რომ ამ ქვეყნებს სხვა, უფრო ძლიერი ქვეყნები ერთმანეთის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ.

- პრეზიდენტმა ალიევმა თბილისში თქვა, რომ ერევანი და ბაქო მალე ხელს მოაწერენ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებას.

რამდენად დიდია ალბათობა, რომ ამგვარ შეთანხმებას მხარეებმა ხელი მალე მოაწერონ? და კიდევ - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ შეთანხმებას ხელი თბილისში მოეწეროს?

- კარგი კითხვაა. რაც შეეხება შეთანხმების ტექსტზე მუშაობას, მხარეებმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე პრინციპულ საკითხებზე მიაღწიეს შეთანხმებას. საბოლოო შეთანხმება შემუშავებული იქნება გაეროს წესდებისა და ალმატის 1991 წლის დეკლარაციის სრული დაცვით. მხარეები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

დარჩენილია რიგი საკითხები, რომლებზეც მხარეები ახლა მუშაობენ საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ექსპერტების დონეზე. როგორც ვიცი სამუშაო შეხვედრა ამ თვის ბოლოს გაიმართება და ნოემბერში გაგრძელდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე მოეწერება.

აზერბაიჯანი სთავაზობს საქართველოსა და სომხეთს შექმნან ერთმანეთთან თანამშრომლობის ფორმატი. ეს ფორმატი გაზრდიდა მასში მონაწილე ქვეყნების სუბიექტობას, რაც ხელს შეუწყობდა იმასაც, რომ ამ ქვეყნებს სხვა, უფრო ძლიერი ქვეყნები ერთმანეთის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ

შეთანხმების ზოგიერთ საკამათო პუნქტებთან დაკავშირებით დღეისათვის შუამავლებს ევროკავშირის და რუსეთს განსხვავებული პოზიციები აქვთ. ამიტომ, აზერბაიჯანმა სომხეთს შესთავაზა საკამათო თემებზე იმუშაონ შუამავლების გარეშე.

ამ კონტექსტში, იმისათვის, რომ ამ პროცესში არც ბრიუსელსა და არც მოსკოვს არ ჰქონდეთ მონოპოლიური მდგომარეობა, აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ჯერ კიდევ შეუთანხმებელ საკითხებზე ბაქო-ერევნის მოლაპარაკებები თბილისში გაიმართება.

ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რომ მოლაპარაკებების გამართვის ადგილი იყოს თბილისი. ამ კონტექსტში თბილისს შეუძლია დადებითი როლის შესრულება. ამის მაგალითი გვაქვს, როცა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა ამ ზაფხულს თბილისში გაიმართა.

რაც შეეხება შეთანხმების ხელმოწერის ადგილს. რა თქმა უნდა, ეს ადგილი სიმბოლური უნდა იყოს. დღეისათვის, ბრიუსელი და მოსკოვი უნდა გამოვრიცხოთ იმის გამო, რომ ბორელი მოსკოვში არ ჩავა, არც რუსები ჩავლენ ბრიუსელში. ამიტომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი შეიძლება მოეწეროს შუამავლების გარეშეც.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების ხელმოწერის სიმბოლური ადგილი თბილისი მართლაც შეიძლება იყოს, რადგან კავკასიის ქვეყნებს შორის შეთანხმებას კავკასიაში მოეწერება ხელი. მეტიც, აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს ფორმატის პირველი შეხვედრაც იმავე დღეს შეიძლება გაიმართოს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე მოეწერება

არის მეორე ვარიანტი - შეთანხმებას ხელი მოეწეროს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის რომელიმე მონაკვეთზე. ეს იქნებოდა კარგი მესიჯი შუამავლებისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ მხარეებს შეუძლიათ სადავო საკითხებზე შეთანხმება.

- თბილისში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტისას რაღაც არ თქმულა. ამ თემაზე დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის.

რაღაც არ თქმულას თემაზე თქვენი ვარაუდები როგორი შეიძლება იყოს?

- ვიზიტები სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, არსებობს ოფიციალური, სახელმწიფო ვიზიტები, ასევე არასამუშაო ვიზიტები. ოფიციალური და სახელმწიფო ვიზირებისას ხელი ეწერება გარკვეულ შეთანხმებებს.

იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თუ სწორად მახსოვს 200-ზე მეტ შეთანხმებაზეა ხელი მოწერილი, რომლებიც პრაქტიკულად ყველა სფეროს ეხება, ახალ დოკუმენტზე მუშაობის პრობლემა არა მგონია იყოს ორ ქვეყანას შორის. თუმცა, მომავალში ალბათ კიდევ იმუშავებენ მხარეები.

პრეზიდენტმა ალიევმა თბილისში გამართულ შეხვედრებზე თქვა რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ტრანსპორტირების, ტრანსპორტირების ლოჯისტიკისა და ენერგეტიკულ საკითხებზე იმსჯელა. გარდა ამისა ახალი ინიციატივები გააჟღერა. ფაქტია, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა მუდმივი პროცესია.

პრეზიდენტ ალიევის ახლანდელი ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს თქვენი პრემიერის საპასუხო ვიზიტად. აღსანიშნავია, რომ თქვენთან ბოლო წლებში ბევრჯერ შეიცვალა პრემიერები და ყველა მათგანს ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ ბაქოში ჰქონდა.

- ამ თემაზე ცნობილმა რუსმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ამ თემაზე ასეთი აზრი გამოთქვა - მალე ისრაელი დაიწყებს ირანში სამხედრო საწარმოების დაბომბვას, ირანში გამოსვლების ფონზე არაა გამორიცხული ირანის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყოს მოძრაობა აზერბაიჯანის მიმართულებით.

ამ თემაზე თქვენი დაკვირვება სავარაუდოდ როგორია?

- ირანში აზერბაიჯანელები ცალკე საუბრის თემაა. სხვადასხვა მონაცემებით ირანში 20-25 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ირანში სპარსელების შემდეგ რაოდენობით მეორე ეთნიკური ჯგუფია.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აზერბაიჯანელები სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ - ერაყში, ირანში, თურქეთში, საქართველოში, რუსეთში, მათ აქვთ ასეთი კონსტანტა - ისინი ყველგან მხარს უჭერენ ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მათში სეპარატიზმი პრაქტიკულად არაა. ამის კარგი მაგალითია ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში ასეულობით აზერბაიჯანელი იღებდა მონაწილეობას. ასევე ხდება თურქეთში, ირანში და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ირანს. ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელები ირანს თავის სახელმწიფოდ თვლიან. თავის სახელმწიფოდ იმ თვალსაზრისით 9-10 საუკუნის მანძილზე ირანის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოებს სხვადასხვა ეპოქებში ხელმძღვანელობდნენ თურქულენოვანი დინასტიები. ამის მაგალითები იმდენად ბევრია, ამ თემაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების ხელმოწერის სიმბოლური ადგილი თბილისი მართლაც შეიძლება იყოს, რადგან კავკასიის ქვეყნებს შორის შეთანხმებას კავკასიაში მოეწერება ხელი. მეტიც, აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს ფორმატის პირველი შეხვედრაც იმავე დღეს შეიძლება გაიმართოს

არც იმის თქმა არ შეიძლება, რომ ირანში აზერბაიჯანული სეპარატისტული მოძრაობა არსებობს. არის მოძრაობა, რომელიც ირანში აზერბაიჯანელების უფლებებს იცავს. უფლებების დაცვაში იგულისხმება მათი ენის დაცვა, რომ აზერბაიჯანულ ენაზე იყოს გახსნილი სკოლები, დაცული იყოს მათი, როგორც მოქალაქეების უფლებები სახელმწიფო ირანში. ეს მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს.

ვიცით, რომ აზერბაიჯანელების ნაწილი ფედერალურ დონეზე უფლებებს ითხოვს, მაგრამ ისიც ირანის სახელმწიფოს ფარგლებში. მაგალითად კულტურული ავტონომიის ფარგლებში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა