ნიკა სიმონიშვილი - ეჭვები მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ არც სჭირდება სახალხო დამცველი ავირჩიოთ - თუ ხელისუფლებას მართლა სურს, კარგი კანდიდატი მოძებნოს, არ არის საჭირო, „ფეისბუქ“ პოსტები აფრიალოს

ხელისუფლებას თუ მართლა სურს, რომ ვიღაც კარგი კანდიდატი მოძებნოს, საერთოდ არ არის საჭირო, „ფეისბუქ“ პოსტები აფრიალოს, საჭიროა დასვა კითხვები მათ ხედვებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიზანი, არა ომბუდსმენობის კარგი კანდიდატის შერჩევა, არამედ „მისთვის მიუღებელ“ კანდიდატებზე თავდასხმა და არა მხოლოდ მათი, არამედ ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანის გაჩუმება იყო.

„ეჭვები მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ არც სჭირდება სახალხო დამცველი ავირჩიოთ. თუ არ გვეყოლება კარგი სახალხო დამცველი, ეს ზოგადად ერთი მხრივ, ინსტიტუციის შემდგომ განვითარებაზე ცუდად იმოქმედებს, რადგან მართალია მოვალეობას ნინო ლომჯარიას მოადგილე შეასრულებს, მაგრამ აქ პრობლემა იმაშია, რომ ეს ადამიანი ისეთი მაღალი ლეგიტიმაციით არ იქნება არჩეული, როგორითაც დანიშნული სახალხო დამცველი ისარგებლებდა.

მეორე პრობლემა იმაშია, რომ ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაციის შეუსრულებლობა და ამასთან, ეს რეკომენდაცია უკავშირდება დეპოლარიზაციის საკითხს, რასთან მიმართებითაც ქვეყანამ შეიძლება წინ ნაბიჯი ვერ გადადგას და უარყოფითად აისახოს რეკომენდაციის შესრულებაზე. მერე წავა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაზე გადაბრალება, რომ ოპოზიციამ არ ითანამშრომლა ხელისუფლებასთან, ყველანაირად შეეცადნენ, რომ დესტრუქციულები ყოფილიყვნენ და ა.შ. თავისი პასუხისმგებლობის გადატანას ხელისუფლება გარკვეულწილად ოპოზიციისკენ ან შესაძლოა მესამე სექტორისკენაც კი შეეცადოს. აქ საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებას თუ მართლა სურს, რომ ვიღაც კარგი კანდიდატი მოძებნოს, საერთოდ არ არის საჭირო, რომ „ფეისბუქ“ პოსტები აფრიალოს, საჭიროა, რომ დასვა კითხვები მათ ხედვებთან დაკავშირებით. აქ მიზანი იყო თავდასხმა და აქ მიზანი იყო, რომ არამარტო ეს ადამიანები გაჩუმდნენ, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კრიტიკულია, დაფიქრდეს იმაზე, რომ სანამ რაღაცას იტყვის, ეს შეიძლება ხვალ წინ დახვდეს“,- განაცხადა სიმონიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია