ხატია დეკანოიძე ნიკა მელიას მიმართ კრიტიკაზე - მაინტერესებს, რომელი პოლიტიკოსის თავმჯდომარეობის პირობებში ჰქონდა რომელიმე პარტიას გაცილებით მაღალი შედეგი? არსებობენ პარტიები, რომელთა რეიტინგი არის ნული

შიდაპარტიულ საკითხებში ერთიანები ვართ - მაინტერესებს, რომელი პოლიტიკოსის თავმჯდომარეობის პირობებში ჰქონდა რომელიმე კონკრეტულ პარტიას გაცილებით მაღალი შედეგი? არსებობენ პარტიები, რომელთა რეიტინგი არის ნული, კლებადია, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას კრიტიკაზე, რომ „ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარეობას თავი ვერ გაართვა“.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პოლიტსაბჭო და შიდა საკითხებს, თავის შიდა ბერკეტებით გადაწყვეტს.

გარდა ამისა, დეკანოიძემ ისაუბრა ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მთელმა ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს ვადამდელი არჩევნების მოსაპოვებლად, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, უნდა იყოს „თავისუფალი და გაყალბების გარეშე“.

„ერთობას ვხედავ იმის გარშემო, რომ არჩევნები, როცა არ უნდა იყოს, უნდა იყოს გაყალბების გარეშე. მთავარ ერთობას ვხედავ იმასთან დაკავშირებითაც, როგორი უნდა იყოს ქვეყანა დასავლური კოალიციის პირობებში, ასევე იმ ძირითადად 3-4 ძირეულ პრინციპთან დაკავშირებით, რაც ბოლოს და ბოლოს ევროპულ ინტეგრაციამდე მიგვიყვანს. სხვა ფორმალიზებული, ტექნიკური, წვრილი მომენტები არ გვაინტერესებს, პირიქით - ჩვენი იდეაა, რომ რაც შეიძლება ფართო იყოს ეს თანამშრომლობითი მექანიზმი. ჩვენ არ ვართ 1, 2 ან 3 ადამიანის პარტია. გვყავს მცირე პარტიები, რომელთაც ამომრჩევლების ფართო პლატფორმა არ აქვთ. ასე რომ, შესაძლოა, იყოს სხვადასხვა მოსაზრება და კრიტიკაც ამომრჩევლის მხრიდან“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა