კახა კალაძე -  „კეზეროვიჩების“ განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო

„კეზეროვიჩების“ განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო- როგორც კი დასრულდება „გოცირიძის“ მეტროს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მაშინვე გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როდის გაიხსნება მეტროსადგური „გოცირიძე“ და როგორ შეაფასებს ანტიკორუფციული მოძრაობის მოსაზრებას, რომ გახსნის გაჭიანურება კორუფციის შემთხვევებს უკავშირდება.

როგორც კალაძე განმარტავს, „გოცირიძის“ მეტროს სამუშაოები დასრულებულია.

“კეზეროვიჩების” განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. რაც შეეხება „გოცირიძის“ მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი. როგორც კი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მაშინვე გაიხსნება”,- აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას განცხადებით, „ის, რომ მეტროსადგური „გოცირიძე“ ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, ნათელი დადასტურებაა, როგორ ჭაობშია თბილისის მერია - კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობის “ . მისივე თქმით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ გასულ წელს გაფორმდა და სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნული მეტროსადგური მგზავრებს ჯერ კიდევ ვერ ემსახურება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს