ალუდა ღუდუშაური - არამარტო გვარამიასთან მიმართებით, არამედ ზოგადად, პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით სერიოზული დაფიქრება მართებს

პრეზიდენტისგან არაერთი ალოგიკური შეწყალება გვინახავს - არამარტო გვარამიასთან მიმართებით, არამედ ზოგადად, პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით მართებს ძალიან სერიოზული დაფიქრება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოწოდებებს პრეზიდენტის მიმართ, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ღუდუშაურის თქმით, სპეკულაცია და "ინტრიგების ხლართვა" უადგილოა.

"ვფიქრობ, როცა დასაბუთებელი გადაწყვეტილება იქნება და მხარეებს ჩაბარდება, პოზიციის დაფიქსირების საშუალება ექნებათ. თუ ვინმეს არ მოწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, აქვთ საშუალება, არ დაეთანხმონ და გაასაჩივრონ. სპეკულაცია და ინტრიგების ხლართვა მგონია, რომ აქ უადგილოა და ცუდად წარმოაჩენს ნებისმიერ მხარეს, ვინც ჩათვლის, რომ პოლიტიკურ ინსინუაციებს აქვს ადგილი.

რაც შეეხება შეწყალებას, ეს ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული პირის უფლებაა, რომ გამოიყენოს და ისარგებლოს მიმართვის უფლებით, რამდენად გაუკეთებს რეალიზებას ამ უფლებას პრეზიდენტი, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა, ჩემი პოზიციაა, რომ პრეზიდენტისგან არაერთი ალოგიკური შეწყალების უფლების რეალიზება გვინახავს. ვფიქრობ, პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს არამარტო გვარამიასთან მიმართებით, არამედ ზოგადად, პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით მართებს ძალიან სერიოზული დაფიქრება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ღუდუშაურმა.

მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა