ანა ნაცვლიშვილი - ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, მოსამართლეები უბრალოდ აცხადებენ განაჩენს, რომელიც სხვაგან და უფრო ადრე დაიწერა

სააპელაციო სასამართლოს, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება არ მიუღია, ისინი უბრალოდ აცხადებენ განაჩენს, რომელიც სხვაგან და უფრო ადრე დაიწერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც კი არ სჯერა, რომ გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო.

„გვარამია იმ ბრალდებით, რასაც მას უყენებს პროკურატურა, არის უკანონო და პოლიტიკური მოტივით ციხეში ჩასმული. ასევე, ამ ქვეყნის მომავლისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხეს და ზიანს წარმოადგენს არა ის, რასაც პროკურატურა ედავება გვარამიას, კერძო კომპანიისთვის მიყენებულ ზიანზე, არამედ საფრთხეს წარმოადგენს პოლიტიზებული პროკურატურა და სასამართლო იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის. არავის, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც კი არ სჯერათ, რომ ეს არის მოსამართლეების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. ეს რომ 30 წლიანი რეფორმების და ამ ხელისუფლების პირობებში 4-ტალღიანი რეფორმის შემდეგ სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მიმართ არანაირი ნდობა არ არსებობს, ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც სასამართლო რეფორმირების დაპირებით მოვიდა 2012 წელს ხელისუფლებში,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა