ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - მათი ინიციატივები სისტემის დანგრევისკენ არის მიმართული და ვერ გავიზიარებთ

ოპოზიციაში რომ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი კონსტრუქციული, წარვადგენდი ისეთ ინიციატივებს, რომელიც გაზიარებადი იქნებოდა უმრავლესობის მხრიდან - მათი ინიციატივები სისტემის დანგრევისკენ არის მიმართული და ვერ გავიზიარებთ,- ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ინიციატივები ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას და მმართველობითი სისტემის დანგრევას.

„ოპოზიციაში რომ ვყოფილიყავი, არ წამოვიწყებდი ყალბ კამპანიას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ვაღიარებდი შედეგებს, რადგან ეს არჩევნები ოპოზიციამ მართლა წააგო - საპარლამენტოც და მუნიციპალურიც და წააგო პირწმინდად. მით უმეტეს, საბოტაჟს არ განვახორციელებდი ერთი წლის მანძილზე, რამაც რეალურად მოშალა ოპოზიცია. ჩვენ ამ პროცესიდან გამარჯვებული გამოვედით. როცა მართალი არ ხარ, შენ თვითონ ირღვევი. არ წამოვიწყებდი რიტორიკას, რაც მეორე ფრონტის გაჩაღებისკენ იქნებოდა მიმართული, არ მოვითხოვდი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში მთავრობის ნებართვით. ასევე რევოლუციაზე არ ვისაუბრებდი, არ მოვითხოვდი სანქციების დაწესებას, რაც მერე უკან წაიღეს. ვიქნებოდი კონსტრუქციული და წარვადგენდი ისეთ ინიციატივებს, რომელიც გაზიარებადი იქნებოდა უმრავლესობის მხრიდან. მაგალითად, მათ რაც აქვთ ინიციატივები სასამართლოზე, ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ანტიმონოპოლიური - სისტემის მოშლას და ა.შ. რაც კი აქვთ ინიციატივები ყველაფერი არის მიმართული სისტემის მოშლისკენ, ამას აღიარებენ კიდეც - ამბობენ, რომ სისტემა კი არ უნდა დაიხვეწოს, უნდა დაინგრეს, ვერც ერთ მათ ინიციატივას, რაც სისტემის დანგრევისკენ არის მიმართული, ვერ გავიზიარებთ, როცა უნდათ სასამართლო სისტემის, მმართველობის სისტემის დანგრევა, ეს ვერ იქნება გაზიარებული, მე წარვადგენდი ინიციატივებს, რომელიც იქნებოდა, არა სისტემის დანგრევისკენ, არამედ დახვეწისკენ მიმართული”, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა