გია ვოლსკი - დასაგმობია ბელარუსი პოლიტიკოსების ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, მისასალმებელია ის, რომ ბელარუსი არ ცვლის თავის პოზიციას ოკუპაციის აღიარების თაობაზე

დასაგმობია ბელარუსი პოლიტიკოსების ჩასვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისასალმებელია ის, რომ ბელარუსი არ ცვლის თავისპოზიციას ოკუპაციის აღიარების თაობაზე,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბელარუსის საპარლამენტო კრების დელეგაციის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში.

ვოლსკი აცხადებს, რომ ბელორუსი არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუმცა ბელარუსი პოლიტიკოსები „გარკვეულწილად ხარკს იხდიან რუსეთის წინაშე, როცა მათ პოლიტიკას მიჰყვებიან“.

„ბელარუსული პოლიტიკა არის თემა, რომელიც საკმაოდ სერიოზული განსჯის საგანს წარმოადგენს და არამარტო საქართველოში. ბელარუსი პოლიტიკოსები გარკვეულწილად ხარკს იხდიან რუსეთის წინაშე, როცა მათ პოლიტიკას მიჰყვებიან. არც მწვადის და არც შამფურის დაწვა არის ის თემა, რომელიც დღეს ბელარუსის პოლიტიკაში დომინირებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლა ბელორუსის პრეზიდენტის და პოლიტიკოსების ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ მეორე მხრივ, არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემა - ბელორუსი არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ასე რომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოზიცია რომელიც არის, ის უნდა შევარჩიოთ ყველა შემთხვევაში,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსისა და რუსეთის საპარლამენტო კრების დელეგაცია ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარის არტიომ ტუროვის ხელმძღვანელობით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ამის შესახებ აფხაზური და ბელარუსული მედია იუწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა