გიორგი ტყემალაძე - იქიდან გამომდინარე, რომ საკრებულოს სხდომაზე გარკვეული დაძაბულობა იყო, გადაწყვეტილება მივიღე, რომ პოლიტიკური დებატები შეგვეწყვიტა

გამომდინარე იქედან, რომ საკრებულოს სხდომაზე ბოლოს გარკვეული დაძაბულობა იყო, მე მივიღე ნამდვილად გადაწყვეტილება, რომ შეგვეწყვიტა პოლიტიკური დებატები და გადავსულიყავით დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს და ამიტომ არ დაინიშნა რიგგარეშე სხდომა.

“უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საკრებულოში მერის წლიური ანგარიში. ჩვენ არასდროს და პირველ რიგში კახა კალაძე არ არიდებს არანაირ კითხვას და პასუხისმგებლობას თავს. თქვენ ნახეთ, რომ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ორივე მხრიდან იყო გაკეთებული განცხადებები. გამომდინარე იქედან, რომ ბოლოს გარკვეული დაძაბულობა იყო და ესეც ალბათ ზოგადი ფონიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე ბუნებრივი იყო, მე მივიღე ნამდვილად გადაწყვეტილება, რომ შეგვეწყვიტა პოლიტიკური დებატები და გადავსულიყავით დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ დღეს არავის უსაუბრია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც დღეს ვიღებთ საკრებულოს სხდომაზე," - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა, იმის გამო, რომ თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს რიგგარეშე არ მივიდა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობს და ტრაგედიით სპეკულირებს. ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად, თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა