ირაკლი ხელაძე - ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახისთვის სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი ხელაძემ.

„პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ მარიტას ოჯახს. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება ნაკლები მესაუბრა ამ ტრაგედიის თაობაზე, რადგან მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები არ უნდა წყვეტდნენ ადამიანის ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის საკითხს. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და აღარ არის ის დრო, როცა გამოძიება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობდა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დაადგენს დანაშაულის გამომწვევ მიზეზს და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან“, -განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საკრებულოს წევრმა თავის გამოსვლაში ოპოზიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი მსგავს ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.

,,ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც ოპოზიციამ არაერთი მომხდარი ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ახლაც ამას ცდილობს, თუმცა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და მოვლენებს სწორად აფასებს’’, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს