ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი - მადლობას ვუხდი რატი ბრეგაძეს ღირებული გამოცდილების გაზიარებისთვის

ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ალმა ზადიჩი საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად გაფორმებულ მემორანდუმს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„დღეს ჩემ ქართველ კოლეგა რატი ბრეგაძესთან ერთად ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს.

სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნები უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ მართლმსაჯულების სფეროში.

ერთ-ერთი მიზანია, რომ ევროკავშირის სტანდარტების იმპლემენტაცია განხორციელდეს მართლმსაჯულების სფეროში და გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

მადლობა ღირებული გამოცდილების გაზიარებისათვის“, - წერს ალმა ზადიჩი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული დოკუმენტი უზრუნველყოფს იუსტიციის მიმართულებით საქართველო-ავსტრიის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში.

ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება მოიცავს გამოცდილების გაზიარებას მობილური და ელექტრონული სახელმწიფო სერვისების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტის, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების მართვის მიმართულებით.

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების, სამოქალაქო, კომერციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში თანამშრომლობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა