საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატი ლონგ აილენდის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლონგ აილენდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის, ბაშკარ დასის ერთკვირიანი ვიზიტი, რომელიც „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში მიმდინარეობდა, სტუ-ის რექტორატთან შეხვედრით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი დავით მახვილაძე და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, ზურაბ გასიტაშვილმა სტუმარს უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის სახელით, კოლაბორაციისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მისი საუკეთესო სურვილები გადასცა. ზურაბ გასიტაშვილმა, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კვლევების კომერციალიზაციის მიმართულებით, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროექტის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, თავისი პოტენციალი უფრო მეტად წარმოაჩინოს, ვიდრე ამის შესაძლებლობა ვიზიტის მოკლე პერიოდში მოგვეცა. ტექტრანსფერისა და კვლევების კომერციალიზაციის მიმართულებით აქტიური მუშაობა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. უნივერსიტეტი ეთანხმება თქვენს მოსაზრებას, რომ კოლაბორაციის ფარგლებში, კონკრეტულ წარმატებულ მაგალითზე დაყრდნობით, პარტნიორებთან ერთად, შევიმუშაოთ პროექტი, რომელსაც, ქართულ ფონდებთან ერთად, ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკული ფონდები გაუწევს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის სახელით, მადლობას მოგახსენებთ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოხატეთ იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი პოტენციალი გააჩნია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას წარმოადგენს“, - აღნიშნა, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

ლონგ აილენდის უნივერსიტეტის პროფესორის, ბაშკარ დასის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რომელსაც მრავალმხრივი პოტენციალი გააჩნია, ტექნოლოგიური ტრანსფერი და კვლევების კომერციალიზაცია, ისევე, როგორც აშშ-ის უნივერსიტეტებისთვის, საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ სამეცნიერო კვლევები სულ უფრო მასშტაბური და ინოვაციური გახადოს. ბაშკარ დასის თქმით, მან სტუ-ის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები დაათვალიერა, ასევე, გაეცნო სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულების სტუდენტთა მიერ განხორციელებულ და მიმდინარე ინოვაციურ პროექტებს. როგორც სტუმარმა აღნიშნა, სტუდენტების ინოვაციურმა მიდგომამ და განათლებამ მასში იმდენად დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, სამომავლოდ, სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ერთ-ერთი მაგისტრანტის სადოქტორო თემას უხელმძღვანელოს.

„აღფრთოვანებული ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოტენციალით. რამდენიმე დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულად გავცნობოდი უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, თუმცა ის, რაც ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში ვიხილე, დამიტოვა შთაბეჭდილება რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უდიდესი შესაძლებლობები გააჩნია. ამ საკითხის შესახებ უკვე ვისაუბრე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, სადაც დაინტერესდნენ, თუ როგორ შეფასებას მივცემდი ტექნიკურ უნივერსიტეტს. მე მათ გულახდილად ვუპასუხე, რომ უნივერსიტეტს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და დასახული მიზნების განსახორციელებლად აქ მოღვაწე მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს მეტი ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ, რათა მათი მიღწევები მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს. უნივერსიტეტმა ერთ კონკრეტულ, წარმატებულ პროექტზე უნდა იფიქროს, რაც უფრო დიდი წინსვლის საწყისი ეტაპი გახდება“, - განაცხადა პროფესორმა ბაშკარ დასმა.

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (University Capacity Building Program - UCBP) ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა