ნიკოლოზ სამხარაძე „თანამედროვე დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა: გლობალური გამოწვევები და ქართული რეალობა"  - კურსის მონაწილეებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე „NX"-ის მიერ ორგანიზებულ „თანამედროვე დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა: გლობალური გამოწვევები და ქართული რეალობა" კურსის მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრა.

“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს; ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.

შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა