ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ ჩვენი მთავრობის დამსახურება - მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ 12-ვე რეკომენდაციაზე მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ

ბატონ ოლივერ ვარჰეი არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ნამდვილი მეგობარი, ჩვენი ევროპული არჩევანის აქტიური მხარდამჭერი. მინდა მას ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული ევროპული მომავლის მნიშვნელობა და სწორედ ამ პასუხისმგებლობითა და სულისკვეთებით მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

„ბატონო კომისარო, ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ საქართველოში. მინდა გულითადად მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. ბატონი ოლივერ ვარჰეი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი, ჩვენი ხალხის მეგობარი, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის აქტიური მხარდამჭერი და მინდა მას ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო მისი პირადი წვლილისთვის, რომელიც შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ბატონი ვარჰეის ვიზიტი არის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ივნისის თვეში, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა და პასუხისმგებლობა. კარგად გვაქვს გააზრებული და სწორედ ამ პასუხისმგებლობითა და სულისკვეთებით ზედმიწევნით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ბატონო კომისარო, როგორც იცით, საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. ეს არის ჩვენი ისტორიული და თაობების არჩევანი და ოცნება, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი. ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს.

ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ 2012 წლის შემდეგ ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ ჩვენი, მმართველი პარტიის დამსახურება - იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის მოვუტანეთ და არ იყო შემთხვევითი. ამას წინ ძალიან დიდი შრომა უძღოდა და ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე დიქტატორული და ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობდით, სადაც არავითარი ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა - არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი. ასოცირების მოლაპარაკებები და უვიზო რეჟიმი ჩვენ დროს დაიწყო. ეს ყველაფერი გამოვასწორეთ და მოკლე დროში ხელშესახები შედეგები დავდეთ, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში.

ჩვენ ასევე კარგად გვესმის, თუ რა რეალობის წინაშე გვიწევს ცხოვრება - ეს არის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი ხალხისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. მინდა ასევე მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ისინი გვეხმარებიან, რომ საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულოს 12 რეკომენდაცია და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ თორმეტივე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა