შს მინისტრის მოადგილე - პირებს, რომლებმაც ქვეყნის უსაფრთხოებას შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან, საქართველოში შემოსვლაზე უარს ვეუბნებით და საზღვრიდან ვაბრუნებთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, იმ პირებს, ვინც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას, საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან და ქვეყნის საზღვრიდან აბრუნებენ.

მინისტრის მოადგილემ ის ღონისძიებები განმარტა, რომელსაც საზღვრის კვეთისას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

"ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ სტატისტიკას, როგორც რუსეთის მოქალაქეების, ასევე, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაკეთდა განცხადება, რომ ჩვენ ყველა იმ სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ, რაც არსებობს. ვახორციელებთ კონტროლს საზღვარზე, კერძოდ, ხდება შემომსვლელი პირების შემოწმება, მათ შორის ხდება დოკუმენტური შემოწმება იმისათვის, რომ მათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები ჰქონდეთ. გარდა ამისა, თუკი მათ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების კვეთის შემთხვევები, ბუნებრივია, მათი დაშვება არ ხდება და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ტარდება. ასევე სხვადასხვა უწყებასთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან, უარის ვეუბნებით და ქვეყნის საზღვრიდან გაბრუნება ხდება. ეს არის ის პროცედურა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს,“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს