გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სუბიექტიდან რევოლუციურ შტაბად იქცა

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სუბიექტიდან რევოლუციურ შტაბად იქცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მიდის იმაზე მსჯელობა, თუ ვინ აკმაყოფილებს რევოლუციურ მახასიათებელს.

„სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სუბიექტიდან იქცა რევოლუციურ შტაბად, რომლის სათავეში ის ადამიანი უნდა მოვიდეს, რომელიც რევოლუციურ იდეებს უკეთ განახორციელებს. ამ თემაზე აქვთ ერთმანეთში დავა. უკეთესი იქნება ამ მახასიათებლით ხაბეიშვილი თუ სხვა, ამას გადაწყვეტენ რევოლუციური შტაბის წევრები", - განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს და აღნიშნა, რომ დღემდე არავის უნახავს სამედიცინო დასკვნა, რომლის საფუძველზე შესაბამისმა უწყებებმა შეიძლება იმსჯელონ.

"რაც შეეხება სააკაშვილის გადაყვანას, ვფიქრობ, ეს არ არის პოლიტიკოსების განსახილველი თემა. დღემდე ჩვენ არ გვინახავს კომპეტენტური, სრულფასოვანი, მრავალმხრივი სამედიცინო დასკვნა, რომლითაც შეიძლება შესაბამისმა სტრუქტურებმა და არა პარლამენტის ფრაქციებმა იმსჯელონ,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი