პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის გამოსაძიებლად უკრაინელი ექსპერტები პოლონეთში ჩავიდნენ

პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის გამოსაძიებლად უკრაინელი ექსპერტები პოლონეთში ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან საუბრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“მქონდა სატელეფონო საუბარი ზბიგნევ რაუსთან. უკრაინა და პოლონეთი ღიად და კონსტრუქციულად ითანამშრომლებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსული სარაკეტო ტერორით გამოწვეულ ინციდენტთან დაკავშირებით. ჩვენი ექსპერტები უკვე პოლონეთში არიან. პოლონელ სამართალდამცავებთან თანამშრომლობით შემთხვევის ადგილზე სწრაფ წვდომას ველოდებით”, - წერს კულება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება