კელი დეგნანი ჯინ შაჰინთან დაკავშირებით ირაკლი ზარქუას რეპლიკაზე - ეს არის ნამდვილად შეუფერებელი და არასათანადო

მე არ მქონდა მოლოდინი, რომ რომელიმე ქართველი ასეთ სიტყვას გამოიყენებდა ვინმეს მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სენატორი ჯინ შაჰინი შეუარაცხმყოფელი რეპლიკით მოიხსენია.

„ყველა დამეთანხმება, რომ ეს არის ნამდვილად შეუფერებელი და არასათანადო”, - განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს „ჩათლახი“ უწოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით თავად ზარქუამ განმარტება გააკეთა: “მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თითქოს შეურაცხვყოფ აშშ-ს სენატორს. რეალურად სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ. მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან. ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა“, - აცხადებს ზარქუა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა