პრემიერი - „ხალხის ძალა“ რჩება უმრავლესობაში - ასე რომ არ იყოს, „ქართული ოცნება“ დაკარგავს უმრავლესობას და ჩვენ რეალურად გვექნება პრობლემები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით წარდგენის დროს, „ხალხის ძალის“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები, განცხადებების გაკეთებისას, საკუთარ კონსტიტუციურ - სიტყვისა და გამოხატვის უფლებას იყენებენ. პრემიერმა მოძრაობის წევრებს წარმატება უსურვა.

პრემიერის თქმით, ხალხის ძალასთან პოზიციები გამიჯნულია და არსებობს რიგი განსხვავებები, მიუხედავად ამისა ისინი რჩებიან უმრავლესობაში.

მისი განცხადებით, ასე რომ არ იყოს, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს.

„ჩვენი უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატი გავიდა, დატოვა პარტია. ეს მათი არჩევანია. ჩვენ მანამდეც გვქონდა საუბარი პარტიის შიგნით. ამაზე, რა თქმა უნდა, ღიად არ დავიწყებ საუბარს, ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენი გზები, რომ იტყვიან, გაიმიჯნა. თვითონ ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა, გადაწყვიტეს, რომ შექმნან დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც, ალბათ. არაერთხელ ვთქვით მკაფიოდ, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული. ჩვენ გვაქვს რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი რჩებიან უმრავლესობაში. ასე რომ არ იყოს, „ქართული ოცნება“ დაკარგავს უმრავლესობას და ჩვენ რეალურად გვექნება პრობლემები, მივიღოთ კანონები. მეორე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება და, ასე ვთქვათ, მონაპოვარი 1-ლი ოქტომბრის არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების, სიტყვის, აზრის გამოხატვის უფლება, ეს უფლება დავუბრუნეთ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს. და, მით უმეტეს, როგორ შეიძლება, დეპუტატებს შეუზღუდოს ვინმემ ეს კონსტიტუციური უფლება? ეს მათი არჩევანია და მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით, არცერთი სხვა მოძრაობის საქმეში არ ვერევით და ამის შესახებ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის