დავით ჭიჭინაძე - ასეთი უსახური, ასეთი მონური პარლამენტი საქართველოს არ შეესაბამება და არც ჰყოლია

ასეთი უსახური, ასეთი მონური პარლამენტი საქართველოს არ შეესაბამება და არც ჰყოლია, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრები ღლიცინით და "შპილკაობით" მხოლოდ საკუთარი თავის დაბინავებას ცდილობენ.

„ვითომ დანაშაულს უყენებენ ერთმანეთს, ვითომ ილანძღებიან, სინამდვილეში კი, ასე ღლიცინით და "შპილკაობით" მხოლოდ საკუთარი თავის დაბინავებას ცდილობენ. ხალხი კი თავისთვისაა - უკიდურეს გაჭირვებაში და უიმედობით შეპყრობილები სამშობლოდან გარბიან...

არც ეკონომიკურად და არც დემოგრაფიულად, საქართველო ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა. ქვეყანა დაიცალა, ოპოზიცია კი პარლამენტიდან მაინც არ გამოდის და ქვეყნის ერთად ძარცვას, ერთად გაძვალტყავებას, ერთად მუშაობას ეძახიან.

ამიტომ ვამბობ, რომ ყველა იმ პოლიტიკური ძალის ამპუტაციაა საჭირო, ვინც საქართველო ამ დღეში ჩააგდო და აღარ აქვს მნიშვნელობა, პოზიცია იქნება ეს, თუ ოპოზიცია“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა