ვახტანგ გომელაური -  სტატისტიკამ აჩვენა რომ დანაშაულის რიცხვი დაწეულია, გახსნის მაჩვენებელი კი, გაზრდილია

ბოლო წლებიდან გამომდინარე ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ - სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა ეფექტიანი მუშაობისთვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა.

„ბევრი მიმართულებით დაკლებულია დანაშაული და ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა და მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ბოლო წლებიდან გამომდინარე დღეს ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ ყველა ანუ სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია, რეფორმები, შრომაა თუ სწორი გადაწყვეტილებები და ხაზს ვუსვამ, თქვენი, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა ნამდვილად და სწორი პოლიტიკის გატარებით კრიმინალის კუთხით", -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე დაესწრო.

ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან დედაქალაქსა და რეგიონებში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა