მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტი სახალხო დამცველობის ყველა იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ვინც კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრების პროცესში მონაწილეობა მიიღო - საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვებთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, კომიტეტი სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ყველა იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ვინც კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრების პროცესში მონაწილეობა მიიღო. კანდიდატებს კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეყრება კენჭი.

„ამჟამად მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები იმის გასარკვევად, თუ რომელ კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს 90 ხმის მიღების პოტენციალი. იმისთვის, რომ პროცესს ხელი არ შეეშალოს, გადავწყვიტეთ, რომ ყველა კანდიდატს, ვინც კომიტეტმა განიხილა და ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში, მხარი დავუჭიროთ და საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19 კანდიდატურა წარედგინა. მათგან სამმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ხოლო ერთ-ერთმა კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა გასაუბრების პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა და პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს