გიორგი ვაშაძე - დელეგაცია-დელეგაციაზე ჩამოდის, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შანსი გამოვიყენოთ - შოკშია ეს ხალხი

დელეგაცია-დელეგაციაზე ჩამოდის, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შანსი გამოვიყენოთ, შოკშია ეს ხალხი - ფაქტებზე როცა მიდის საუბარი, ვთხოვთ, რომ იქნებ თვალი დახუჭონ, არ შეხედონ იმ მავნებლობას, რასაც "ქართული ოცნება" სჩადის, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ავსტრიის პარლამენტის წევრთან კარლჰაინც კოპფტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ შანსს, შესაძლოა, ევროკავშირის კარი დაიხუროს.

„მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, დააკვირდით, დელეგაცია-დელეგაციაზე ჩამოდის, რომ ეს შანსი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გამოვიყენოთ. შოკშია ეს ხალხი. ფაქტებზე, როცა მიდის საუბარი ვთხოვთ, ვეხვეწებით, რომ იქნებ თვალი დახუჭონ, არ შეხედონ იმ მავნებლობას, რასაც "ქართული ოცნება" სჩადის. ავსტრია ასეთი აქტიური როდის გინახავთ საერთოდ საქართველოს საკითხებზე?! ეს ხომ ნიშნავს, რომ საქართველოში ხედავენ პარტნიორს და ამ ყველაფერს უნდა გამოყენება. ჩვენ თუ არ გადავდგით ნაბიჯი, მეტი რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა, ძალით ხომ არ შეგვიყვანენ ოლიგარქულ-ავტორიტარული რეჟიმით ევროკავშირში.

მხარდაჭერა არის, მაგრამ ისიც თქვეს, რომ ეს ღია კარის ამბავი დიდხანს არ გაგრძელდება. თუ ჩვენ ამ კარში არ შევედით, შეიძლება, ეს კარი დაიხუროს და ამაშია პრობლემა", - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა