აჭარაში, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ ჩატარდა

აჭარაში, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ ჩატარდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარული ნაქარგობებით გაფორმებული ფესტივალი „განდაგანა“ განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა.

„წელს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ხალხმრავლობითა და საინტერესო პროგრამით გამოირჩეოდა. აჭარული ნაქარგებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი პროდუქტები, სოფლის ნობათი, კერძები, ხელნაკეთი ნივთები და ულამაზესი დეკორაციები იყო გამოფენილი. წლევანდელი ფესტივალის ძირითად თემას აჭარული ნაქარგები წარმოადგენდა, რომლის დეკორაციებით, ლაითბოქსებით, დროშებითა და ბანერებით იყო მორთული საფესტივალო სივრცე.

დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აჭარულ ტრადიციებს, ფოლკლორს, აჭარული კერძების მომზადებისა და ღვინის საწნახელში დაწურვის პროცესს დასწრებოდნენ, პარალელურად კი მონაწილეობა მიეღოთ გამოფენა-გაყიდვაში, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ადგილობრივი გიდების მონაწილეობით ფესტივალის ფარგლებში მოეწყო კულინარიული შეჯიბრება, რომელზეც გუნდებმა კულინარიული გზამკვლევიდან ,,კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ რამდენიმე აჭარული კერძის მოამზადეს.

წელს, პირველად სტუმრებისთვის გასართობი თამაშის სახის უძველესი საწესჩვეულებო რიტუალი- ,,ფადიკო“ გაცოცხლდა, რომელიც ხალხური დღესასწაულის ბერიკაობის აჭარული ნაირსახეობაა. წარმოდგენა ქალაქის ქუჩებში დაიწყო და ევროპის მოედანზე დასრულდა. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ზვიად ბოლქვაძემ, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“, კახაბერმა და ხანუმებმა იზრუნეს.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია