ანა ნაცვლიშვილი - კაპიტულანტური განწყობის დადასტურებაა, როცა მთელი მსოფლიო არქმევს სახელს რუსეთს, საქართველო, რომელმაც ყველაზე უწინ უწყოდა ეს ქვეყანა რა მასშტაბის ბოროტების ჩამდენია, ახლა ჩუმადაა

კაპიტულანტური განწყობის დადასტურებაა, რომ ამ ისტორიულ მომენტში, როცა მთელი მსოფლიო არქმევს სახელს რუსეთს, საქართველო, რომელმაც ყველაზე უწინ უწყოდა ვინ არის ეს ქვეყანა და რა მასშტაბის ბოროტების ჩამდენია, ახლა ჩუმად არის, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ რუსეთის „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ აღიარება შეაფასა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული გარდატეხა ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში და ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ისტორიული უფლებების, სახელმწიფო ინტერესების აღიარების და დაცვისთვის მნიშვნელოვან ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ქმნის.

„საქართველომ ზუსტად იცის ისტორიულად ყველა ის ბოროტება და უსამართლობა, რომლის წყაროც არის რუსეთი. ზუსტად იცის დარღვეული პირობები რუსეთის მხრიდან, მოტყუება, დაჩაგვრა, ეროვნული იდენტობის განადგურება და ა.შ. დღეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც ის ტკივილი, რომელიც საქართველომ რუსეთისგან მიიღო აღარ არის მარტო საქართველოს პრობლემა და ამ ბოროტებას სახელს არქმევს მთელი მსოფლიო - ეს არის ძალიან სერიოზული გარდატეხა ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში და რა თქმა უნდა, ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ისტორიული უფლებების და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების აღიარების და დაცვისთვის ქმნის მნიშვნელოვან ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას. ამ პროცესში ჩვენი მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად განვვითარდეთ და შეუქცევადად შევუერთდეთ დასავლურ სამყაროს ევროკავშირში გაწევრიანების გზით. ამ ვითარებაში, როდესაც გლობალური ლანდშაფტი იცვლება და იცვლება ისტორიულად დაჩაგრული საქართველოს სასიკეთოდ და სამართლიანობისკენ, ჩვენი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად და მაქსიმალურად მოვახდინოთ დემოკრატიული გარდაქმნები და შეუქცევადად ჩავეწეროთ დასავლურ სახელმწიფოს და მივებათ დასავლეთს.

არის არაცივილიზებული, ტერორისტული სახელმწიფო და არის დასავლური სამყარო. ამ პროცესში საქართველოს უსაფრთხოების და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და განვითარების ერთადერთი პერსპექტივა არის თუ ჩვენ მკაფიოდ მივებმებით დასავლეთს - ამის შანსი გაჩნდა ახლა და ამ შანსის განიავების უფლება არავის არ აქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ პასუხი იქნება, რომ ისინი ზრუნავენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაც აბსოლუტური ტყუილია. ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და საქართველოს მიმართ რუსეთის მტრული მოქმედებებისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი და მყარი ბერკეტი არის ის, რომ ქვეყანა გახდეს ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო და ამ მიმართულებით ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების მზაობას. ისინი სინამდვილეში იმისთვის კი არ მუშაობენ, რომ ქვეყანა იყოს დაცული და უსაფრთხო რუსეთის გავლენებისგან და რაც შეიძლება სწრაფად მივებათ დასავლეთს, არამედ არიან კაპიტულანტურ განწყობაზე. კაპიტულანტური განწყობის დადასტურებაა, რომ ამ ისტორიულ მომენტში, როცა მთელი მსოფლიო არქმევს სახელს რუსეთს, საქართველო, რომელმაც ყველაზე უწინ უწყოდა ვინ არის ეს ქვეყანა და რა მასშტაბის ბოროტების ჩამდენია, ახლა ჩუმად არის“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. ევროდეპუტატების განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, საერთაშორისო კანონს არღვევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა