ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველობის კანდიდატზე, ვისაც მხარს დაუჭერს, გუნდში ვერ თანხმდება, ამიტომაც კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა

ჩემი დაკვირვებით, "ქართული ოცნება" სახალხო დამცველობის კანდიდატზე, ვისაც ის მხარს დაუჭერს, გუნდში ვერ თანხმდება, ამიტომაც ჯერაც არ დაწყებულა კონსულტაციები, რომელზეც შევთანხმდით, რომ მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განუცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, ის კონსულტაციების გამართვის თემაზე არაფორმალურად ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ მათთან გუნდში შეთანხმების პროცესი მიმდინარეობდა, ხოლო კონსულტაციები პოლიტიკურ ჯგუფებთან მიმდინარე კვირას დაიწყებოდა.

სამნიძის აზრით, რადგან პროცესი "ასე გაიწელა", ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" გუნდში შეთანხმება მიღწეული არ არის.

"ქართულ ოცნებას" საკუთარ გუნდში სჭირდება შეთანხმება. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ყველა წარდგენილ კანდიდატს დაუჭირა მხარი, არის ინდიკატორი იმისა, რომ გუნდში შეთანხმება არ არის და დროს იყენებენ იმისთვის, რომ კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმდნენ. შეთანხმება გაუჭირდებათ, რადგან სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ისეთ კანდიდატს ეძებენ, რომელიც დამოუკიდებელი არ იქნება. ამასთან, ჯერჯერობით ჩვენს წარდგენილ კანდიდატებს არ ეთანხმებიან, თუმცა არც გამორიცხავენ, მხოლოდ ნაზი ჯანეზაშვილი გამორიცხეს. ახლა თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა. როგორც ჩანს, სანამ გუნდში არ შეთანხმდებიან, კონსულტაციებს არ იწყებენ, რათა კონსულტაციების პროცესში არ გამოჩნდეს, რომ "ქართული ოცნება: გადაწყვეტილებაში ერთიანი არ არის", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა