მამუკა მდინარაძე - სახალხო დამცველის კანდიდატურებზე ოდნავ წინ წავიწიეთ, პრაქტიკულად შევჯერდით  იმ ადამიანებზე, რომლებსაც თეორიული შანსი არ გააჩნიათ

ოდნავ წინ წავიწიეთ, პრაქტიკულად შევჯერდით იმ კანდიდატებზე, რომლებსაც თეორიული შანსი არ გააჩნიათ, ანუ წრე უფრო ვიწროვდება,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე დაახლოებით 10 კანდიდატი გამოირიცხა.

"ვიყოთ ოპტიმისტები, რადგან ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ დღევანდელ შეხვედრას სახელი, რომ ეს იყო შეხვედრა, სადაც ოდნავ წინ წავიწიეთ იქიდან გამომდინარე, რომ საერთო პრინციპებზე, კინსულტაციების გაგრძელებაზე შევთანხმდით, ულტიმატუმების ენით საუბარი დღეს არ ყოფილა და ასევე შემიძლია გითხრათ, იყო საუბარი იმაზე, თუ ვის არ აქვს თეორიული შანსი ანუ დღეს არ გვქონდა ჩვენ ილუზია, რომ რომელიღაც ერთ კანდიდატზე შევთანხმდებოდით. პოზიტიურ კონტექტსტში შეიძლება ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე კონცენტრირება არც მიცდია მე თვითონაც იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელი იყო, ამის ილუზია ნამდვილად არ მქონდა, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ პრაქტიკულად შევჯერდით იმ კანდიდატებზე, რომლებსაც თეორიული შანსი არ გააჩნიათ. ანუ წრე ამით უფრო ვიწროვდება და ყველა შეხვედრაზე 19 და 14 კანდიდატზე არ ილაპარაკებ, ამის საშუალებას გაძლევს ვიღაცების გამორიცხვა, კანდიდატებზე რომლებზეც შევთანხმდით, რომ არც ოპოზიცია, არც უმრავლესიბა მხარს არ დაუჭერს. ამაზე შევთანხმდით, ამიტომ წინ წავიწიეთ. თუმცა, კონკრეტულ კანდიდატზე კონცენტრირება არ ყოფილა და უფრო ვიწრო კანდიდატთა წრეზე გავაგრძელებთ შემდგომ კონსულტაციებს. ორშაბათი დღე მჭირდება მე და ჩვენს გუნდს ამისათვის, რადგან მოგეხსენებათ, სასესიო კვირაა და უმრავლესობის სხდომაა და იქ ვისაუბრებთ, შესაბამისად, შემდეგ კვირას, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. ვერ ვიტყვი რომ დიდი შანსი გაჩნდა, ვერ მივატყუებ ვერავის, მაგრამ გაჩნდა რაღაც პატარა თეორიუოი შანსი, რომ იქნებ მართლაც შევძლოთ ყველამ ერთად ერთ კანდიდატზე კონცენტრირება", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უმრავლესობა მისთვის მისაღებ კანდიდატზე არ შეთანხმებულა და არც უმსჯელია, რადგან შესაძლოა, ეს კონტრპროდუქტიული იყოს.

"ჩვენ რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, ეს შეიძლება კონტპროდუქტიული იყოს, ახლა რომ ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ რომელიღაც კანდიდატზე რომ ეს მოგვწონს ყველაზე მეტად, დარწმუნებული ვარ, როგორც კი ამ ადამიანის სახელს და გვარს დავასახელებთ, იმას არ ექნება არავითარი შანსი, ამიტომ კონტრპროდუქტიულია წინასწარ მსჯელობა, ჩვენ ახლა საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ უმრავლესობა ვინ გამოვრიცხეთ პრაქტიკულად და ვის არ აქვს თეორიული შანსიც კი, შემდეგ იქნებ რაღაც პრიორიტეტულად დავალაგოთ, თორემ ისე, რომ ჩვენ ერთ კანდიდატზე შევთანხმდეთ და ოპოზიციასთან მივიდეთ, რომ ჩვენ ამაზე შევთანხმდით და აბა თქვენ თუ დაუჭერთ მხარს, ასეთ რამეს არ გავაკეთებთ",- განაცხადა მდინარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ დღევანდელ შეხვედრას "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები არ ესწრებოდნენ.

„ჩვენთან დღევანდელ შეხვედრაზე იჯდა სამი ქალი, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სამივე მიუღებელია ჩემთვის როგორც პოლიტიკოსი, მათი აზრები კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ისინი ლაპარაკობენ, ამის მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, რომ სამივეს უფრო ვაჟკაცური თვისებები გააჩნია, ვიდრე "სტრატეგია აღმაშენებლის" ამ კონკრეტულ წარმომადგენელს. ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში მივდივარ და ამიტომ ვერ მოვალ და შემდეგ ჟურნალისტებთან დადგება და ბოიკოტი გამოვაცხადეო თუ რაც თქვა, არ ვიცი, ამას რაც შეიძლება დაერქვას - ის ჰქვია ზუსტად. ადამიანი რომ გეტყვის ვერ მოვალ, რადგან ქუთაისში მივდივარ და შემდეგ დაგიდასტურებს რომ "ვერ მოვდივარ" და აღმოჩნდება, რომ ბოიკოტს აცხადებდა და ასეთი მდაბიო ტყუილი იკადრა, რა სახელიც ჰქვია, რაც მოაფიქრდება ნებისმიერ ადამიანს, ვინც მომისმენს, ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე",- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, ვისზე საუბრობს, რადგან საკანონმდებლო ორგანოში პაატა მანჯგალაძე იმყოფებოდა, მდინარაძე ასე პასუხობს - "საკანონმდებლო ორგანოში, რომ იმყოფება და ასეთი რაღაც მითხრა, ამაზე მაქვს საუბარი".

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი