საქართველოს რეგიონებში 45 ტონამდე ვადაგასული პესტიციდი შეგროვდა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთი წლის განმავლობაში 45 ტონამდე ვადაგასული, ხმარებისთვის უვარგისი პესტიციდი შეგროვდა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში - ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში; დასუფთავდა 12 სასაწყობო ობიექტი, სადაც 45 ტონამდე ვადაგასული პესტიციდი შეგროვდა.

პესტიციდები შეიფუთა და საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში სპეციალურად აგებულ დროებით საწყობში უსაფრთხოდ განთავსდა. პესტიციდების გარკვეული რაოდენობა მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს წარმოადგენს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს საფრთხეს უქმნის და ტოქსიკურ ზემოქმედებას, სიმსივნურ და სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებს იწვევს.

პესტიციდების შეგროვება, შეფუთვა და უსაფრთხო ადგილას განთავსება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე სპეციალური პროექტის საფუძველზე განხორციელდა. აღნიშნული მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო.

ამასთან, გასულ წელს, გარემოს დაცვის სამინისტრომ ჰოლანდიის; არასამთავრობო ორგანიზაცია “Mილიეუკონტაქტ Iნტერნატიონალ”-ის ფინანსური მხარდაჭერით მსგავსი სამუშაოები კახეთის რეგიონში განახორციელა. 2009 წელს კი სახელმწიფო ბიჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა, რათა მსგავსი სამუშაოები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დარჩენილი სასაწყობო მეურნეობების დასუფთავებისა და დაბინძურების კერების შემცირების მიზნით განხორციელდეს.

;

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია