ანა წითლიძე - სადაც ჭიაბერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა უნდა, ბარემ ჩემი მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას - ისეთი უტიფრობის მწვერვალია, ცინიზმი თუ გადაგვარჩენს

2016 წელს ენმ-დან ღალატით წასულ და ენმ დანგრევის გეგმაში მონაწილე ჭიაბერაშვილს, მისივე ვერ დანგრეული ენმ-ს თავმჯდომარეობა უნდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე „ფეისბუქში“ წერს. ანა წითლიძე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ მას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე უფიქრია და ახლაც ფიქრობს.

„სადაც ჭიაბერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარეობა უნდა, ბარემ ჩემი მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას. ისეთი უტიფრობის მწვერვალია, ცინიზმი თუ გადაგვარჩენს“, - წერს წითლიძე.

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ტვ ფორმულას“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე - აპირებს თუ არა ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მონაწილეობას, უპასუხა, რომ „ამაზე უფიქრია და ახლაც ფიქრობს“.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება