დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, სამუშაო ჯგუფს მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს და მხოლოდ სურვილების გამოხატვა სოლიდურად არ გამოიყურება

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მხოლოდ სურვილების გამოხატვა სოლიდურად არ გამოიყურება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი დავით კირკიტაძე „ფეისბუქში“ წერს.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, სამუშაო ჯგუფს მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს და სოლიდურად მხოლოდ სურვილების გამოხატვა არ გამოიყურება. ისე ძალიანაც ნუ გაიგიჟებთ თავს, კარგად გვახსოვს ვინ ვინ დააბრუნა ოფისში, თორემ ელექტორალური ფასი ვის როგორი აქვს, იხილეთ თელავის მაჟორიტარული ოლქის შედეგები 2020 -ში“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ტვ ფორმულას“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე - აპირებს თუ არა ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მონაწილეობას, უპასუხა, რომ „ამაზე უფიქრია და ახლაც ფიქრობს“.

შეგახსნებეთ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის პოსტზე ამ დროისთვის სამი კანდიდატია დასახელებული - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება