თურქეთის საელჩო - „თურქეთის სტიპენდიების“ ფარგლებში ყოველწლიურად 5 000 უცხოელ სტუდენტს სტიპენდია ეძლევა

„თურქეთის სტიპენდიების“ ფარგლებში ყოველწლიურად 5 000 უცხოელ სტუდენტს სტიპენდია ეძლევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თურქეთის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ამჟამად, „თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამით 15 000 სტიპენდიანტი სწავლობს.

„თურქეთის სტიპენდიები“ უმაღლესი განათლების სტიპენდიების სახელმწიფო პროგრამაა, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა უცხოელ სტუდენტებზე გასცემს.

„თურქეთის სტიპენდიების“ უპირველესი მიზანია, წარმატებული სტუდენტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში. ამ პროგრამის მიზანია, განავითაროს თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მეცნიერება, ხელოვნება, ეკონომიკა, ლიტერატურა, თანამედროვე ტექნოლოგიები, არქიტექტურა და სხვ. რითაც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ და გლობალურ პროგრესში.

თურქეთის უმაღლესი განათლების სტიპენდიების პროგრამა, „თურქეთის სტიპენდიების“ ბრენდის სახით 2012 წელს ჩამოყალიბდა. პროგრამა საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების ადმინისტრაციის (YTB) კოორდინაციითა და ისეთი უწყებების ჩართულობით ხორციელდება, როგორიცაა: საგარეო საქმეთა სამინისტრო, უმაღლესი სწავლის საბჭო, საერთო საცხოვრებელთა გაერთიანება, მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატი და ა. შ.

ქვეყნებს შორის სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოვებისა და განვითარების მიზნით „თურქეთის სტიპენდიები“ უცხოელ სტუდენტების თურქეთის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლას სთავაზობს.

„თურქეთის სტიპენდიებზე“ 2012 წელს, დაახლოებით, 42 000 მსურველი დარეგისტრირდა, ხოლო, 2022 წელს მათი რაოდენობა 165,691-მდე გაიზარდა 171 სხვადასხვა ქვეყნიდან. „თურქეთის სტიპენდიების“ ფარგლებში ყოველწლიურად 5000 უცხოელ სტუდენტს სტიპენდია ეძლევა. ამჟამად, „თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამით 15 000 სტიპენდიანტი სწავლობს.

„თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალკომპონენტიანი. იგი მოიცავს: უნივერსიტეტში ჩარიცხვას, ყოველთვიურ სტიპენდიას, სწავლის გადასახადს, ჯანმრთელობის დაზღვევას, საცხოვრებელს, თურქული ენის შესწავლას, თვითმფრინავის ბილეთს, უფასოდ სხვადასხვა სახის სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას. ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა: ბაკალავრიატი: 1000 TL, მაგისტრატურა: 1.400 TL, დოქტორანტურა: 1.800 TL, მკვლევარი: 4000 TL.

თურქეთში ყოფნის პერიოდში, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტუდენტები ისარგებლებენ სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პროფესიული პროგრამებითა და აქტივობებით. ასევე, მეცნიერებისათვის, მკვლევარებისა და საჯარო მოხელეებისათვის მოქმედებს სხვადასხვა მოდულები, რის მეშვეობითაც ისინი სტიპენდიებს კვლევების ჩასატარებლად და თურქული ენის შესასწავლად მიიღებენ.

„თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამის მიზანია, მიიზიდოს წარმატებული და კვალიფიციური სტუდენტები, მისცეს მათ სამედიცინო, ინჟინერიის, ჰუმანიტარული, თუ სოციალური მეცნიერებების ყველა საფეხურზე ხარისხიანი განათლება. რატომ თურქეთის სტიპენდიები? პროგრამა „თურქეთის სტიპენდიები“: სხვა უმაღლესი სასწავლებლების სასტიპენდიო პროგრამებისგან განსხვავებით, ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე ჩარიცხვას; აფინანსებს უნივერსიტეტში სწავლას; უზრუნველყოფს თურქული ენის შესწავლას მოსამზადებელ კურსებზე, რაც აკადემიური კვლევებისათვის ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა წყაროებსა და ყოველდღიური ცხოვრებას აუმჯობესებს; უზრუნველყოფს ახლად ჩამოსულ სტუდენტებს საცხოვრებლით; ერთჯერადად ანაზღაურებს თვითმფრინავის ბილეთს სტუდენტის პირველად თურქეთში ჩასვლისას და სწავლის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას; ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაზღვევის მოცულობით პაკეტს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისა, ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიებს ბაკალავრის საფეხურზე 1000 TL, მაგისტრატურაში 1.400 TL და დოქტორანტურაში 1,800 TL-ს ოდენობით.

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ვებ. გვერდზე: Turkiyeburslari.gov.tr“, - ნათქვამია თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ