გია ვოლსკი - რუსეთის დუმის  დეპუტატის აფხაზეთში ჩასვლა მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით

ოპოზიციამ საქართველოს ინტერესები რუსეთის ოლიგარქიას მიყიდა - დუმის დეპუტატის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში არის მეათეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც იმ პერიოდში სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დუმის სპიკერის ჩასვლას გამოეხმაურა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე საუბრით ოპოზიცია „რაც თვითონ აქვს ჩადენილი, იმ დანაშაულს, ვერ გადაფარავს“.

„ოპოზიცია ხავსს ეჭიდება. მან ხელში ჩაუგდო რუსეთს, ოკუპანტს არამარტო ტერიტორიები, არამედ სტრატეგიული ობიექტები, გაყიდა საქართველოს ინტერესები და მიყიდა ის რუსეთის ოლიგარქიას, ეს არის რეალობა და ახლა დუმის დეპუტატი ჩავიდა, მაგრამ მეტს გეტყვით, პუტინია ნამყოფი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია ნამყოფი და უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ტერიტორიაზე. დუმის დეპუტატის ჩასვლა არის მეათეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა იმ პერიოდში და პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით, მეასეხარისხოვანია ეს და იმ დანაშაულს რაც თვითონ აქვთ, ჩადენილი, ვერ გადაფარავენ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში, გუშინ ჩავიდა. სოხუმის აეროპორტში მას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ლიდერი ლაშა აშუბა დახვდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ასევე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა