მედია - რუსეთი ისრაელს სთხოვს, სირიიდან უკრაინაში იარაღის გადატანას ხელი არ შეუშალოს

რუსეთმა სთხოვა ისრაელს არ ჩაერიოს და ხელი არ შეუშალოს მის ძალისხმევას სირიიდან უკრაინაში თავდაცვის აღჭურვილობის გადასატანად, - ინფორმაციას ისრაელის მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისრაელისა და რუსეთის ოფიციალური პირები ბოლო დღეებში აწარმოებენ მოლაპარაკებებს კრემლის შეშფოთებასთან დაკავშირებით.

გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოში კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი და რუსეთი დიდი ხანია კოორდინირებას უწევენ თავიანთ მოქმედებებს სირიის საჰაერო სივრცეში, რათა თავიდან აიცილონ რაიმე შეტაკება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება