პრემიერ-მინისტრი - ბევრს რომ ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, „ფეისბუქში“ რომ აქტიური და ძალიან ვაჟკაცური არიან, თუ ასე ძალიან უნდათ ომში მონაწილეობის მიღება, წავიდნენ უკრაინაში და იომონ - არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, არამედ ფრონტის წინა ხაზზე

ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები და ძალიან ვაჟკაცური, გაბედული პოსტებითრომ გამოირჩევიან - წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, არამედ წინა პლანზე წავიდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოპოზიციას, მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ყოველდღე, დილით და საღამოს ქართველ მოსახლეობას ბოდიში უნდა მოუხადოს იმისთვის, რაც ქვეყანას დამართეს.

„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს - რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი?! ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები და ძალიან ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით, რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, არამედ წინა პლანზე წავიდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ თუ ასე ძალიან უნდათ მაინც და მაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება. ხალხი ბრძენია და ყველა კარგად ხედავს, მაგრამ ვინაიდან ყველა ასეთ ტრაგედიაზე ცდილობს რაღაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამიტომ ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს არის ამორალური და მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, ან მის დაცვასთან. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი განცხადებებით გამოდიოდნენ ეს ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი ლომჯარია, რომ „გვირჩევნია ბომბები ცვიოდესო საქართველოში, თბილისში“. გამოდიოდნენ და ასეთი განცხადებით დაგვამახსოვრეს თავი. რა უნდა გაგვიკვირდეს ამ ადამიანებისგან საერთოდ?! ვინმეს გგონიათ, რომ ამ ადამიანებს უხარიათ ჩვენთან მშვიდობა სტაბილურობა და კეთილდღეობა რომ არის?! ჩვენ ყველას ძალიან არ მოგვწონს და ვართ შეშფოთებული რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ შეხედეთ, რა ხდება ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული, ამიტომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და ქმედებას სჭირდება ძალიან დიდი გააზრება და ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და ჩვენს მაგივრად ნუ გაირჯებიან. მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველდღე დილით და საღამოს ჩვენს ხალხს და საზოგადოებას იმისთვის, რაც მათ დამართეს ჩვენს ქვეყანას. ახლა ჩვენ გვაცადონ და გვადროვონ ქვეყნის მართვა“, - განაცხადა პრემიერმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა