ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - IV“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე - „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - IV“. ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების კვლევას, როგორიცაა საყოველთაო გლობალიზაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარების ახალი ტენდენციები, ამ ცვლილებების არსი და კვლევის მეთოდები.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინე გიორგაძემ, ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვესსელინ ვალკანოვმა და აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორმა სოფიო ბზიშვილმა გახსნეს და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„სესიის მუშაობაში 200-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობდა - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ფინეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან. ბსუ-ში მიმდინარე წელს აშშ-ს საელჩოს მედიაგანათლების პროგრამის (MEP) ფარგლებში სამაგისტრო პროგრამა „ციფრული მედია და ინოვაციები“ შემუშავდა და ამოქმედდა. კონფერენციაში აღნიშნული პროგრამის პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პროგრამის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა ორი დღის განმავლობაში ისეთი აქტუალური საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული მიდგომები, მასობრივი კომუნიკაციები, ეროვნული თვითმყოფადობა და კულტურული მრავალფეროვნება, კორპუსული ლინგვისტიკა და დიგიტალური ჰუმანიტარია.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ დაფინანსებით ჩატარდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება