„საქართველოში ქალი კანდიდატების პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერების შესახებ" კვლევაში სექსიზმისა და სიძულვილის ენის გამოყენების პრობლემები გამოიკვეთა

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თანამშრომლობით, „საქართველოში ქალების (ქალი კანდიდატების) პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერების შესახებ" კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება სიძულვილის ენის გამოყენებას, სექსიზმს, ეკონომიურ პრობლემებს, ცნობიერების საკითხებს და ა.შ.

„გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ქალთა საარჩევნო და პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობას მოიცავს. ეს არის ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ინკლუზიის განვითარებას და გაძლიერებას ეხმაურება. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით ევროპის საბჭოს პარტნიორობითა და თანამშრომლობით განხორციელდა მნიშვნელოვანი კვლევა, რომლითაც იდენტიფიცირებულია როგორც მიღწევები, ასევე საკითხები, რომლებიც უკავშირდება იმ ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომლებიც უზრუნველყოფს ქალთა არჩევნებში ჩართულობის შეფერხებას. დღეს ჩვენ განვიხილეთ ის ძირითადი მიგნებები და მათთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები, რომელიც შესაძლოა გამოვიყენოთ გზამკვლევად იმისთვის, რომ ჩვენი აქტივობები სწორად იყოს დაგეგმილი და განხორციელებული, რათა ეს პროცესი კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაჯანსაღოთ.

გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ გამოწვევას როგორც ინსტიტუციებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის. კვლევამ ცხადყო, რომ გარკვეული პოლიტიკის არ არსებობა ამ თვალსაზრისით, იგივე პოლიტიკურ პარტიებში, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ჩართულობას პროცესებში, განსავითარებელია. ასევე, გამოიკვეთა შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება სიძულვილის ენის გამოყენებას, სექსიზმს, ეკონომიურ პრობლემებს, ცნობიერების საკითხებს. ეს არის ყურადსაღები ფაქტორები, რომლებიც მხარეების მხრიდან საჭიროებს მეტ ყურადღებას იმისთვის, რომ სათანადო აქტივობები სწორად იყოს დაგეგმილი, რათა ყველა გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხოთ", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია