ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე - თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, რა თქმა უნდა, გმირია - იმედი მაქვს და მინდა რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა

თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები არიან თუ არა გმირები, რაზეც კობახიძემ განმარტა:

„პირველი, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან უკრაინაში წასული, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის.

მეორე - ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, იქ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არის. ეს არ არის ცალსახად შესაფასებელი მოვლენა. ამიტომ, რაღაც ზღვარი უნდა გაევლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც იბრძვის ენთუზიაზმისთვის, იდეისთვის, რა თქმა უნდა, ის პატივისცემას იმსახურებს.

ერთი სიტყვით კი არ ვაფასებ, დეტალურად გიფასებთ, მარტივ რაღაცას გეუბნებით, ოღონდ დეტალებში შევდივარ. თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია“, - აცხადებს კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვას, „ენთუზიაზმისა და იდეის გარეშე უკრაინაში საბრძოლველად ვინ მიდის“, კობახიძე პასუხობს:

„მაგალითად, ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვინმე მიდიოდეს. მე იმედი მაქვს, რომ და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რაც გუშინ გამოვლინდა, როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების მოძიება, უკრაინაში ჩაყვანა ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ამიტომ, რაღაც ზღვარი არის გასავლები და ჯობია, ეს ზღვარი თქვენც გაავლოთ. ანუ, როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების ომისთვის რეკრუტირება და აქედან კომერციული მოგების მიღება, ეს არის ერთი მხარე. როდესაც სხვა რამესთან გვაქვს საქმე - ენთუზიაზმთან, იდეასთან და ა.შ. ეს არის სხვა რამე. ამიტომ, აქ უნდა გაივლოს ზღვარი“, - აცხადებს კობახიძე.

კობახიძის თქმით, თითოეული "თითოეული ქართველის დაღუპვა არის ტრაგედია" და "სიბინძურეა", როცა ამით "ვიღაცები ახერხებენ სპეკულირებას".

"როდესაც ამითაც კი ახერხებენ ვიღაცები სპეკულირებას და პოლიტიკური ქულებისთვის ამ ყველაფრის გამოყენებას, ეს არის სიბინძურე. მაგალითად, თავისუფლების მოედანზე გუშინ, რა პერფორმანსიც ჩაატარეს, ეს არის სიბინძურე. ეს ადამიანები სიბინძურეს ვერ მოიშლიან, მათი გამოსწორება შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს სიმშვიდით უნდა შევხვდეთ და სათანადოდ ვუპასუხოთ“ , - აცხადებს კობახიძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო