საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ექსპერტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ლევან ცუცქირიძეს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, რადგან აქტიურად განხილვადი თემაა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებია, მას გვერდს ვერ აუვლით.
მიუხედავად იმისა, რომ მას თვისობრივად ახალი პრაქტიკულად არაფერი უთქვამს, ამ თემაზე დისკუსია გრძელდება. პრემიერი და მმართველი გუნდის წევრები კარგა ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ომში ჩართავს აიძულებდნენ, მაგრამ ფაქტია, არასდროს ზუსტი ადრესატი არ დასახელებულა.
„საქართველო არ გახდება მხარე“, - უკრაინის თემაზე პრემიერის ამ უკანასკნელი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება ამ საკითხზე ოფიციალური თბილისის პოზიცია
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ასეა, გაუგებარია, რამშტაინს შეხვედრებს რატომ ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე, ამ შეხვედრებზე ხომ ქვეყნები უკრაინისთვის დახმარების გეგმებს განიხილავდნენ?
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, მაგრამ, უკრაინას ომში არა გამარჯვებას, არამედ მშვიდობას უსურვებს.
სიფრთხილეს რომ ვიჩენთ კარგია, მშვიდობა რომ გვაქვს, ესეც კარგია, მაგრამ თქვენ როგორ აღიქვით უკრაინის თემაზე პრემიერის განცხადებები - ვის მხარესაა საქართველო?
- დიდი განსხვავებაა საქართველოს საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის პოზიციებს შორის. ჩვენი პოზიცია კარგად ჩანს ქალაქების აივნებიდან და ფანჯრებიდან გადმოფენილ უკრაინულ დროშებში, ბარებსა და რესტორნებზე გაკეთებულ წარწერებში, სტრიტ არტსა და ფანჯრებზე დამაგრებულ პოსტერებში, სოლიდარობის მრავალრიცხოვან აქციებსა და მოქალაქეების მიერ გაღებულ სოლიდურ ფინანსურ შემოწირულებებში. უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას კი აქვს პოზიცია, რომელიც კარგია რუსეთისთვის და ცუდია საქართველოსთვის.
უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას აქვს პოზიცია, რომელიც კარგია რუსეთისთვის და ცუდია საქართველოსთვის
შედეგად, ჩვენ ვცილდებით გამოცდილ, უღალატო და ერთგულ მეგობრებს, მაგრამ ახლებს და უკეთესებს ვერ ვიძენთ. როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს ქვეყნისთვის?
საზოგადოებასა და მთავრობას შორის ჩვენს უახლეს ისტორიაში მრავალჯერ ყოფილა უთანხმოება, მაგრამ არასოდეს საგარეო პოლიტიკისა და ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობის გამო.
საზოგადოებასა და მთავრობას შორის ჩვენს უახლეს ისტორიაში მრავალჯერ ყოფილა უთანხმოება, მაგრამ არასოდეს საგარეო პოლიტიკისა და ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობის გამო
დღეს კი ზუსტად ასეთი ვითარებაა: საზოგადოებას, მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერებსა და საჯარო მოხელეებს, აქვთ ერთი პოზიცია, ხოლო მმართველი პარტიის ხელმძღვანელ ჯგუფს - მეორე. ამას ისინი თვითონაც ხედავენ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად აფასებენ იმ რისკებს, რასაც ეს ნაპრალი მათვე უქმნის.
- გასაგებია, რომ საქართველო უკრაინას სამხედრო ტექნიკას ვერ მიაწვდის, მაგრამ როგორც უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისგან გავიგეთ, გაუგებარია, გენერატორების მიწოდების თემაზე რომ დღემდე არ მიუცია პასუხი საელჩოსთვის საქართველოს ხელისუფლებას?
თქვენი ვერსია როგორია?
- რა ვერსია შეიძლება მქონდეს? ეს უღირსი საქციელია, რომელიც ქვეყნის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება. იმის თქმა, რომ თუკი უკრაინას გენერატორებით ან თუნდაც ექიმებით დავეხმარებით, მაშინ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ომს დაიწყებს, სიცრუეა. ომისა და მშვიდობის საკითხების კვლევის კლასიკაა: ომები იწყება არა გრძნობების, არამედ მტრული ინტერესების გამო.
საზოგადოების პრო-უკრაინული განწყობა ხომ სინამდვილეში ძლიერი პრო-დასავლური და პრო-დემოკრატიული მისწრაფების მაჩვენებელიცაა. ეს კი, როგორც ჩანს, თავსატეხია „ქართული ოცნებისთვის,“ რადგანაც ამ სენტიმენტს მარტო ოპოზიცია და არასამთავრობოები კი არა, თავად მათ მხარდამჭერთა საგრძნობი ნაწილიც იზიარებს
გენერატორები არ ცვლიან რუსების ინტერესს, საქართველო მათი ვასალი, ნახევარ-სახელმწიფო იყოს. ინტერესებს ცვლის არა პირობითად, „გენერატორი,“ არამედ ის, თუ რა უნდა საქართველოს პრინციპულად: უნდა გამთლიანება და დემოკრატია და სურს ევროკავშირსა და ნატოში წევრობა? თუ რუსეთის გაღატაკებული დსთ-ის თუ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ არსებულ დანაწევრებულ, არათავისუფალ ტერიტორიად დარჩენა?
რუსეთის ინტერესს საქართველოში შეცვლის ის, თუკი ჩვენ ამ უკანასკნელს ავირჩევთ და არა ის, თუ რამდენ გენერატორს გავუგზავნით უკრაინელებს. ამიტომ ყველაფერზე მანტრასავით გამეორება - „აბა ომი გინდათ?“, სინამდვილეში ევფემიზმია და „მე რუსეთთან მინდას“ ნიშნავს.
რუსეთის ინტერესს საქართველოში შეცვლის ის, თუკი ჩვენ ამ უკანასკნელს ავირჩევთ და არა ის, თუ რამდენ გენერატორს გავუგზავნით უკრაინელებს. ამიტომ ყველაფერზე მანტრასავით გამეორება - „აბა ომი გინდათ?“, სინამდვილეში ევფემიზმია და „მე რუსეთთან მინდას“ ნიშნავს
- მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მებრძოლები, როგორც მინიმუმ, აუგად მოიხსენია, შემდეგ შეეცადა თავისივე ნათქვამის გამოსწორებას და ჟურნალისტები დაადანაშაულა მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში.
ამ თემას გაგრძელება ჰქონდა, მხედველობაში მაქვს ის, რომ მმართველი გუნდის წევრმა უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა არ გამორიცხა.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის მხრიდან ამ თემაზე საუბრის დაწყება?
- „ქართულ ოცნებას“ მკაცრი პარტიული დისციპლინა აქვს და ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება, რომ ასეთი განცხადებები აცდენილი იყოს საერთო პოზიციას და არ უკავშირდებოდეს შიდა განხილვებს.
საზოგადოების პრო-უკრაინული განწყობა ხომ სინამდვილეში ძლიერი პრო-დასავლური და პრო-დემოკრატიული მისწრაფების მაჩვენებელიცაა. ეს კი, როგორც ჩანს, თავსატეხია „ქართული ოცნებისთვის,“ რადგანაც ამ სენტიმენტს მარტო ოპოზიცია და არასამთავრობოები კი არა, თავად მათ მხარდამჭერთა საგრძნობი ნაწილიც იზიარებს.
იმის თქმა, რომ თუკი უკრაინას გენერატორებით ან თუნდაც ექიმებით დავეხმარებით, მაშინ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ომს დაიწყებს, სიცრუეა. ომისა და მშვიდობის საკითხების კვლევის კლასიკაა: ომები იწყება არა გრძნობების, არამედ მტრული ინტერესების გამო
ასე რომ, ამ საკითხს სხვა, შიდაპოლიტიკური განზომილებაც აქვს. გარდა ამისა, უკრაინაში მებრძოლი ქართველები სანიმუშო მაგალითებად რჩებიან არა მხოლოდ ფართო საზოგადოების, არამედ განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისა და პოლიციელებისთვის.
ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ქართველი სამხედრო, რომელიც ამ ვაჟკაცებზე არ დარდობს, არ განიცდის დაღუპულებს და არ აღფრთოვანდება მათი სიმამაცით, ისევე, როგორც ვერ წარმომიდგენია ჩვენს არმიასა და პოლიციაში ვინმეს მოსწონდეს ღარიბაშვილის განცხადებები უკრაინაში მებრძოლებზე, განსაკუთრებით კი იქ დაღუპულებზე - „საწყალი ბიჭები,“ „ომის პარტიამ წაიყვანა იქ“ და ასე შემდეგ.
სინამდვილეში, ჩვენი სამხედროების, პოლიციელებისა და უშიშროების ოფიცრების მისაბაძი მაგალითები უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები არიან და არა პრემიერ-მინისტრი ან რომელიმე ძველბიჭური, 90-იანი წლების ქუჩის ლექსიკითა და მანერით მოლაპარაკე პარლამენტარი.
„ოცნების“ ლიდერებისთვის ეს პოლიტიკური პრობლემაცაა და შეიძლება არის კიდეც იმის ერთი მიზეზი, რომ მთავრობა უკრაინაში მებრძოლთა როლის დაკნინებას და სამომავლოდ, მათ გაუვნებლებას ცდილობს.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას იმისაც კი ეშინია, რომ ეს მეომრები სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ, მაგალითად ერთ ან ორ წელიწადში, შეიძლება საქართველოში დაბრუნდნენ.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას იმისაც კი ეშინია, რომ ეს მეომრები სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ, მაგალითად ერთ ან ორ წელიწადში, შეიძლება საქართველოში დაბრუნდნენ
- დამკვირვებელთა ნაწილი კარგა ხანია თვლის, რომ „მშვიდობაზე სადღეგრძელოებით საუბარმა, შესაძლოა ქვეყანა ჯოჯოხეთამდე, ანუ რუსეთამდე მიიყვანოს“. ევროპული მედიის მტკიცებით, „საქართველო ხოხავს პუტინის წინ“.
ასეა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისეთივე პრობლემა აქვს, როგორც უკრაინას. მხედველობაში მაქვს რუსეთის მიერ პრაქტიკულად ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
ჟენევის დისკუსიებში აშშ-ს წარმომადგენლის ფილიპ რიკლეს საქართველოში ვიზიტის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა განაცხადა - „საქართველო ერთგული რჩება რუსეთთან არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების“.
არადა, ვიცით, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით კრემლის პოზიცია ასეთი იყო და ასეთად რჩება - აღიარეთ 2008 წლის შემდეგ არსებული რეალობა - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.
ჩვენი ხელისუფლება რომ ბიჭვინთის თემაზე, არც რუსეთის სათათბიროს სპიკერის აფხაზეთში ვიზიტზე ხმას არ იღებს, იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და იგი დაახლოებით ისეთია, როგორც პრემიერმა გვირჩია რომ გვქონდეს - „ბიჭვინთასთან დაკავშირებით ზედმეტი ხმაური საჭირო არაა.“
რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად აფხაზეთში კრემლის მესვეურების გახშირებულ „სტუმრობებზე“ საქართველოს ხელისუფლების დუმილი?
- ამ საკითხებზე საქართველოს მთავრობის დუმილი ყველაზე ხმამაღალი განცხადებაა მათი რეალური პოლიტიკური ინსტინქტებისა, რაზეც უკვე ვისაუბრე.
საერთოდ, როგორ შეიძლება ოკუპირებული ქვეყნის მთავრობა ამბობდეს, რომ მას მშვიდობა აქვს? ამის მხოლოდ ერთი ახსნა არსებობს: რომ შევეგუეთ ხალხის გამოყრასა და ეთნიკურ წმენდას ჩვენ წინააღმდეგ.
სინამდვილეში, მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენ გვაქვს არა მშვიდობა, არამედ ომის ცივი ფაზა რუსეთთან. სწორედ ამას უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკა და არა იმ მოჩვენებით მშვიდობას, რომელიც სიფხიზლესა და კონსოლიდაციას გვაკარგვინებს და ეროვნულ მიზნებთან კი არ გვაახლოებს, არამედ მათგან გვაცილებს.
სინამდვილეში, მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენ გვაქვს არა მშვიდობა, არამედ ომის ცივი ფაზა რუსეთთან. სწორედ ამას უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკა და არა იმ მოჩვენებით მშვიდობას, რომელიც სიფხიზლესა და კონსოლიდაციას გვაკარგვინებს და ეროვნულ მიზნებთან კი არ გვაახლოებს, არამედ მათგან გვაცილებს
- არ დაგიმალავთ, თქვენთან დაკავშირება მას შემდეგ გადავწყვიტეთ, როცა თვალი მოვკარით სოციალურ ქსელში თქვენს სტატუსს - „რატომ არის რუსეთი მტერი და უკრაინა მეგობარი და რატომ უნდა ვუჭერდეთ მხარს უკრაინას“?
გითხრათ სიმართლე, არ მეგონა თუ ამ თემაზე საჭირო იყო კიდევ განმარტებები, მაგრამ, რადგან ასეა, მოდით, თქვენი სტატუსის სათაურის პირველი ნაწილით დავიწყოთ - რატომ არის რუსეთი მტერი და უკრაინა მეგობარი?
- მეც ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ საკითხზე ასე, მართლაც უხერხულობამდე მარტივად დამჭირდებოდა რამეს დაწერა. რუსეთი მტერია იმიტომ, რომ მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება მიუღებელია. უკრაინა მეგობარია იმიტომ, რომ გაჭირვებისას ჩვენ გვერდით იდგა და არ ყოფილა არცერთი მნიშვნელოვანი კრიზისი ამ ქვეყანაში, როდესაც მათი მხარდაჭერა არ გვეგრძნოს.
რუსეთი მტერია იმიტომ, რომ მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება მიუღებელია. უკრაინა მეგობარია იმიტომ, რომ გაჭირვებისას ჩვენ გვერდით იდგა და არ ყოფილა არცერთი მნიშვნელოვანი კრიზისი ამ ქვეყანაში, როდესაც მათი მხარდაჭერა არ გვეგრძნოს
მაგალითები რომ შორს არ ვეძებოთ, 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა, უკრაინის პრეზიდენტი რუსთაველზე იდგა, ჩვენ გვერდით. სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობაც: პრეზიდენტიც, პრემიერიც და სხვებიც.
ამ მოკლე ბლოგის აუდიტორია ის ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, რომ უკრაინის ომი „სხვისი ომია“ და არა ჩვენი. მაინც არ ვიცი, რამდენად მათთვის გასაგებად აღვწერე რუსეთსა და უკრაინას შორის განსხვავებები, მაგრამ ამაზე მარტივად ნამდვილად აღარ შემიძლია, ეს მართლაც უხერხულია.
- მეათე თვეა უკრაინა ებრძვის აგრესორ რუსეთს. ვხედავთ, რომ როგორც არასდროს კონსოლიდირებული დასავლეთი ეხმარება უკრაინას. ასეთ ფონზე სულ ცოტა ხნის წინ ძნელად წარმოსადგენი იყო თუ ჩვენთან დისკუსიის თემა გახდებოდა თუ ვისკენ უნდა იყოს საქართველო.
თუ პრემიერ ღარიბაშვილს დავესესხებით - ჩვენ ყველანი უპირველესად საქართველოს მხარეს უნდა ვიყოთ. მაგრამ, ფაქტია, რომ ახლა საქართველოსკენ ყოფნა, როგორც მინიმუმ, უკრაინის გულშემატკივრობასაც ნიშნავს.
რას იტყოდით წინა კითხვის მეორე ნაწილზე - რატომ უნდა ვუჭერდეთ მხარს უკრაინას“?
- უკრაინას ღირებულებითი და შემდეგ პრაგმატული მოსაზრებების გამო უნდა ვუჭერდეთ მხარს. ღირებულებითი იმიტომ, რომ მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვცხოვრობდეთ თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც არ იქნება რუსული ტირანიის ქვეშ. ჩვენ და უკრაინელები ვიზიარებთ თავისუფლების, ღირსების და დამოუკიდებლობის იდეების საერთო გაგებას და მუდამ ერთად ვიყავით. უკრაინა ჩვენთან იდგა ჩვენს ომში და მათაც უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი.
ჩვენ და უკრაინელები ვიზიარებთ თავისუფლების, ღირსების და დამოუკიდებლობის იდეების საერთო გაგებას და მუდამ ერთად ვიყავით. უკრაინა ჩვენთან იდგა ჩვენს ომში და მათაც უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი
უკრაინის უფრო აქტიური მხარდაჭერა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთს ომი უნდა გამოვუცხადოთ ან ომის დაწყების ძლიერი საბაბი მივცეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გავაკეთოთ შესაძლებლობის მაქსიმუმი, ფრთხილად უნდა გავიაროთ რისკის ზღვარზე, მივიღოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი შედეგი და გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ წინაშე გაიხსნა.
რამდენად რთულია ასე მუშაობა? რა თქმა უნდა, რთულია: ეს მოითხოვს ცოდნას, პოლიტიკურ ალღოს, გაბედულებას, ამბიციას, კარგ საერთაშორისო კავშირებს, კვალიფიციურ მართვას, ეფექტიან დიპლომატიას და სწორ პოლიტიკურ ხედვას. ასეთი პოლიტიკა კი ძალიან შორს დგას იმისგან, რასაც დღეს ჩვენი მთავრობა აკეთებს.
აი, არაფრის კეთება და ლოზუნგების ფრიალი უფრო ადვილია. მაგრამ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია პარლამენტარები, მინისტრები და პრემიერები ნებისმიერი საქართველოს მოსახლისაგან შევარჩიოთ ლოტოტრონით, ოღონდ თან დავავალოთ, რომ არაფერი მოიმოქმედონ გარდა დაზეპირებული რეფრენების რობოტივით გამეორებისა: „როგორ, თქვენ გინდათ უკრაინელების გენერატორით დავეხმაროთ, ზამთარში მათი ბავშვები რომ არ გაიყინონ?
ესე იგი ომი გინდათ!“ კორუფციის გამო აკრიტიკებ მთავრობას? ომი გინდათ! ბათუმის ჩაბეტონებასა და თბილისურ საცობებზე ბრაზდები? ომი გინდა! ისე, ირონიით რომ ვთქვა, მე რომ ჩვენი დღევანდელი მმართველობის ხარისხს ვუყურებ, მმართველების ლოტოტრონით შერჩევის იდეა ურიგო სულაც აღარ მგონია.
პრაგმატული თვალსაზრისით, უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ის ასუსტებს ჩვენს მტერს, ქვეყანას, რომელიც საქართველოს დიდ ნაწილზე საოკუპაციო ძალაა და პასუხისმგებელია ასეულობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის, უამრავი ადამიანისა და ოჯახის ტრაგედიაზე, რომლებიც სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან გამოდევნეს. ნუთუ ამის დავიწყება ასე ადვილია?
პრაგმატული თვალსაზრისით, უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ის ასუსტებს ჩვენს მტერს, ქვეყანას, რომელიც საქართველოს დიდ ნაწილზე საოკუპაციო ძალაა და პასუხისმგებელია ასეულობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის, უამრავი ადამიანისა და ოჯახის ტრაგედიაზე, რომლებიც სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან გამოდევნეს. ნუთუ ამის დავიწყება ასე ადვილია?
ან ნუთუ რთულია გავიგოთ, რომ თუკი ჩვენი მოწინააღმდეგე დასუსტდება და აღარ ექნება ჩვენს საშინაო საქმეებში ძლიერად ჩარევის დრო და რესურსი, მაშინ ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება?
ახლა ხომ უკვე ჩანს, რომ რუსეთი ვეღარ მიაღწევს იმ მიზნებს, რაც მან უკრაინაში დაისახა? ამიტომ შეგვიძლია საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ უკრაინა ომის შემდეგ გახდება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფო, დიდი პოლიტიკური, იდეოლოგიური, კულტურული და სამხედრო გავლენით ჩვენს სამეზობლოში.
ასეთ სახელმწიფოსთან მეგობრობა და მოკავშირეობა კი ჩვენი ქვეყნის ინტერესია. უკრაინის მსგავსი ძლიერი მეგობარი, რომელიც, ასევე, არის ჩვენი სრული თანამოაზრე და უპირობო მხარდამჭერი, საქართველოს სამეზობლოში სხვა არ ჰყავს და არც ეყოლება.
- მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს უნდა დაიწყოს და შესაბამისად, ამ თემასაც გვერდს ვერ აუვლით. მითუმეტეს, რომ „ნაცმოძრაობას“ დაანონსებული აქციები სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის თემა აშკარად პოლიტიზებულია, ფაქტია, რომ მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. გასაგებია, რომ ამის ვიღაცას სჯერა, ვიღაცას არა.
ისიც ფაქტია, რომ სააკაშვილის თემის ასე თუ ისე გადაწყვეტის გარეშე ვერანაირად ვერ მოხდება პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზაცია. ცხადია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები ასე არ ფიქრობენ, მაგრამ, ასეთი პირი რომ უჩანს, იმასაც ბევრი ხვდება.
სარწმუნოდ გამოიყურება მტკიცება, რომლის თანახმადაც „ოცნებას“, რომ უნდოდეს სააკაშვილის გაშვებას მისი ამომრჩეველი არ აპატიებს, მაგრამ, ვხედავთ, რომ ამ საკითხის გადაჭრის გარეშე რეალური დეპოლარიზაცია ვერ ხერხდება.
შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ თუ სააკაშვილი აღარ იქნება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ეს არც „ოცნებას“ აწყობს და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს. სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები სააკაშვილის ირგვლივ?
- როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა რეალურად ძალიან მძიმეა. მთავარია, რომ სააკაშვილი უნდა იყოს ჯანმრთელი და ცოცხალი. სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის შენარჩუნება ყოველთვის არის უმთავრესი ამოცანა.
არის სხვა ამოცანებიც, ისევე როგორც არსებობს (ალბათ) რაღაც პოლიტიკური ანგარიშებიც, რომელსაც ვიღაცები ითვლიან, მაგრამ ამ ყველაფერზე მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ფიქრი, როდესაც გვეცოდინება, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ეს სწორია ადამიანურად, ეს სწორია პოლიტიკურად, ეს კარგია საქართველოსთვის და ეს უმჯობესია „ქართული ოცნებისთვისაც.“ ქვეყანა, სადაც ციხეში ყოფილი პრეზიდენტები კვდებიან, არანორმალური ქვეყანაა და მასში ვერ იარსებებს ნორმალური სამოქალაქო ცხოვრება.
ქვეყანა, სადაც ციხეში ყოფილი პრეზიდენტები კვდებიან, არანორმალური ქვეყანაა და მასში ვერ იარსებებს ნორმალური სამოქალაქო ცხოვრება
- გვერდს ვერ აუვლით ლატვიაში რუსეთიდან ბალტიის ქვეყნებში გადაბარგებული ტვ „დოჟდის“ ამ ქვეყნებში მაუწყებლობის აკრძალვის თემას. ლატვიას ლიტვამ მიბაძა. ამ თემაზე ტვ-ს ხელმძღვანელობის აზრი მოვისმინეთ, მაგრამ რომ გითხრათ მათი პასუხები დამაჯერებელი იყო, არც თქვენ დამიჯერებთ, არც ბევრი სხვაც.
ტვ „დოჯდისთვის“ მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ ყველაზე დამაჯერებელი გახლდათ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტება, რომლის არსი ასეთი იყო - ლატვიას არ უნდა მიეღო რუსეთიდან თითქოს პუტინის რეჟიმს გამოქცეული ადამიანები, რადგან, ისინი მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, უბრალოდ, თავად არ უნდათ ამაში მონაწილეობა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ტვ „დოჯდთან“ დაკავშირებით ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას? და კიდევ - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „დოჯდი“ ლატვიიდან საქართველოში გადმობარგდეს?
- გამიჭირდება სხვა ქვეყნების პოლიტიკის შეფასება ამ სფეროში. სამივე ეს ქვეყანა კანონზეა დაფუძნებული და არა ვიღაცის კერძო შეხედულებებზე. შესაბამისად, მათ მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რასაც მათი კანონმდებლობა და წესრიგი ითვალისწინებდა.
რაც შეეხება საქართველოს, რამდენადაც ვიცი, „დოჟდს“ ადრე ჰქონდა სურვილი საქართველოდან მაუწყებლობის მაგრამ შემდეგ, სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყვიტეს ლატვიაში გადასვლა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი