ნონა მამულაშვილი - ჩვენ ვნახეთ ერთხელ, როგორ აჩვენეს მთელ მსოფლიოს, თუ როგორ ათრიეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი - ახლა აპირებენ იგივე გააკეთონ

ჩვენ ვნახეთ ერთხელ, როგორ აჩვენეს მთელ მსოფლიოს, თუ როგორ ათრიეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ახლა აპირებენ იგივე გააკეთონ. „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია საქართველოს რეპუტაცია დაზარალებული იყოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ნონა მამულაშვილმა საქალაქო სასამართლოსთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამულაშვილი ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რაც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იძულებული გახდება უწყება, გარკვეული კადრები გაასაჯაროოს.

როგორც მამულაშვილი განმარტავს, ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს.

"ეს არის რუსული ხელწერა, როდესაც ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ჩვენ ვნახეთ, ერთხელ როგორ აჩვენეს მთელ მსოფლიოს, თუ როგორ ათრიეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ახლა აპირებენ იგივე გააკეთონ. „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია საქართველოს რეპუტაცია დაზარალებული იყოს, დასავლეთმა თავად აქციოს ზურგი საქართველოს, ეს არ დაბრალდეს, ქართულ ხელისუფლებას, რომელიც რუსულ პოლიტიკას ატარებს“,- აღნიშნავს მამულაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე