ნიკა გვარამია - ვიდეომასალის გამოქვეყნება შეადგენს წამების დანაშაულს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის ვიდეომასალის გამოქვეყნება წამების დანაშაულს შეადგენს.

როგორც ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს, პატიმარი სააკაშვილი კლინიკაში უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს თავს.

“გუშინ ვიხილეთ უბინძურესი და სასტიკი დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოს მიერ. საკუთრივ, გავრცელებული კადრები არ გვეუბნება არაფერს, გარდა ერთისა: ბოლო 15 წამის მასალით ირკვევა რომ დღეს სააკაშვილი ღრმად სნეული, უდროოდ დაბერებული, მომაკვდავი ადამიანია.

აი, კადრების გავრცელების ფაქტი კი არის სააკაშვილის მიმართ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთი, ახალი ეპიზოდი.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ "ქართულ ოცნებას" სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი და ამ გზიდან იგი გადახვევას არ აპირებს თუ გაერთიანებული ძალებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ შეუძლებელი არ გავხადეთ მათი ამ კანიბალური მიზნის მიღწევა.

გუშინდელი დღის შემდეგ, ასევე ცალსახაა, რომ იმ კლინიკაში, რომელშიც ყოფნასაც სააკაშვილის წამების ახალი ეპიზოდი უკავშირდება, თეორიულადაც შეუძლებელია არა თუ მისი გამოჯანმრთელება, არამედ ნეგატიური დინამიკის პროგრესული ტემპის ოდნავ შეჩერებაც კი. წამების საერთაშორისო კონვენციით, დამატებითი პროტოკოლებით, სამედიცინო გაიდლაინებით, სააკაშვილი დაუყოვნებლივ განრიდებულ უნდა იქნეს იმ სისტემებს და წიაღებს (პენიტენციური იქნება თუ ჯანდაცვის), სადაც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

ცხადია, როდესაც წამების ეპიზოდს "ვივამედს" ვუკავშირებ, არ ვგულისხმობ რომ კლინიკამ აწამა ის. ვგულისხმობ, რომ კლინიკაში მის ყოფნას უკავშირდება ის ვიდეომასალა, რომლის გამოქვეყნებაც შეადგენს წამების დანაშაულს. შესაბამისად, პატიმარი სააკაშვილი აპრიორი ვერ იგრძნობს თავს კლინიკაში უსაფრთხოდ და ვერ ექნება ნდობა პერსონალისადმი”,- აღნიშნულია გვარამიას განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა