დავით მათიკაშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, რომ ქვეყანა კვლავ ლაბირინთებში შეიყვანოს, მოაწყოს რევოლუციები, ქაოსი და ცეცხლი დაანთოს, ფიასკოსთვის არის განწირული

"ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, რომ ქვეყანა კვლავ ლაბირინთებში შეიყვანოს, მოაწყოს რევოლუციები, ქაოსი და ცეცხლი დაანთოს, ფიასკოსთვის არის განწირული, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მანდატების დატოვების შესახებ კოლეგებთან კონსულტაციებს გამართავს, რათა პარლამენტი ერთპარტიული დარჩეს.

მათიკაშვილის თქმით, ჭაობში მდგარი "ნაციონალურმა მოძრაობა" იძირება და რისი სურვილიც ჰქონდა ქვეყნის მიმართ, საკუთარ თავზე მიიღო.

"ნაციონალური მოძრაობა" არის არა მხოლოდ პროვოკაციაზე ორიენტირებული, ის არჩევნების ჩატარების დღიდან ცდილობდა მოეტყუებინა მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც იყო მტკნარი სიცრუე. ვერ შეასრულეს მათ საკუთარი დღის წესრიგი და ვერ მოაწყვეს რევოლუცია, ვერც მაშინ მოაწყვეს, როცა კონტეინერით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და ალბათ, მასაც ატყუებდნენ, რადგან აბსოლუტურად სხვა ვითარება და მოცემულობა დახვდა. შემდეგ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც განვითარდა და დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, რომ ქვეყანა კვლავ ლაბირინთებში შეიყვანოს, მოაწყოს რევოლუციები, ქაოსი და ცეცხლი დაანთოს, ფიასკოსთვის არის განწირული. ის, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა, საკუთარ პარტიაში მიიღო," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტის წევრების მიერ მანდატების დატოვების თაობაზე განცხადება თავდაპირველად ნიკა მელიამ გააკეთა. დღეს კი ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს ოპოზიციონერ კოლეგებთან, რათა პარლამენტი ერთპარტიული დარჩეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა