ვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი და ასევე, მნიშვნელოვანია დაისაჯოს შემკვეთი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი კირთაძეზე თავდასხმა ორგანიზებული იყო.
„უსამშობლო რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და უსამშობლო „რუსული ოცნება“ 10 წელია საზოგადოებას ყოფს, აპირისპირებს, ხლეჩს და საკუთარ ამომრჩეველს კვებავს ბოღმით, შურისძიებით. მათ არაფერი ქართული და ადამიანური არ გააჩნიათ, არაფერი არ გააჩნიათ, არც ზნეობა, არც მორალი. რაც ვნახეთ ბათუმში ეს იყო კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ და ვნახეთ გიორგი კირთაძეზე ორგანიზებული „ტიტუშკების“ თავდასხმა. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო კარგად ორგანიზებული. ახლა უსამშობლო ბიძინა ივანიშვილს, „რუსულ ოცნებას“ სურს რუსული პიარკამპანია - თურმე პრობლემა არ არის იმაში, რომ რუსებს იცავენ და გაარუსეს საქართველო. ცდილობენ, რომ რუსი „ტიტუშკები“ მიუგზავნონ ადამიანებს, ვინც ფიქრობს ქართულად და უნდათ ცივილიზებული სამყაროს წევრობა. გიორგი კირთაძეზე თავდასხმა არის გამოვლინება, რომ რუს ივანიშვილს, „რუსულ ოცნებას“, არანაირი სურვილი საქართველოში მშვიდობის არ აქვს, არანაირი სურვილი პოლარიზაციის დასრულების არ აქვს, მათი სურვილი დაპირისპირება, ბოღმა და ღვარძლია და ამით კვებავენ ამომრჩეველს ყველა არჩევნებზე. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში შეთავაზება საკუთარი ამომრჩევლისთვის არის ღვარძლი, ბოროტმოქმედება, ბოროტება და მათ საერთოდ არც კი წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ქართველი ხალხი იყოს ხელიხელ ჩაკიდებული და ერთად სურდეთ ევროპული მომავალი.
დღევანდელი დღე არის სუს-ის რუსული პროვოკაცია და ის „ტიტუშკა“, რომელიც მიაგზავნეს უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. ვნახეთ, რომ კვერცხებით დაუპირისპირდა რუსი „ტიტუშკა“, სუს-ის აგენტი და ამ ადამიანს არაფერი კავშირი არ აქვს საკუთარი ნების გამოხატვასთან, ეს არის „ტიტუშკა“, რომელიც არის სუს-ის აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ თურმე „რუსული ოცნების“ დაცვა შეიძლება ქუჩაშიც, ტელევიზიების თვალწინ და თურმე ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი და ასევე, მნიშვნელოვანია დაისაჯოს შემკვეთი. გამოძიება უნდა გავიდეს შემკვეთზე და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, გავაკეთებთ ჩვენ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჟურნალისტებთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.