ილია დარჩიაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტი იქნება გამორჩეული და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტის მიზანია, რომ ერთის მხრივ, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი და მეორეს მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ვიზიტი იქნება გამორჩეული და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი.

„ყურის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში. ვიზიტის მიზანია, რომ ერთის მხრივ, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი და მეორეს მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი იქნება გამორჩეული და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი. ზოგადად, ყურის ქვეყნებში ჩვენი აქტიურობა განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩეოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა უმნიშვნელოვანესი ვიზიტი და წელს უკვე ბოლო ვიზიტი, რომელიც ამ რეგიონში განხორციელება, ეს არის საუდის არაბეთის სამეფოში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტო მოიტანს კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის