საგარეო საქმეთა მინისტრი
ილია დარჩიაშვილი

2022 წლის 4 აპრილიდან - დღემდე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი დაიბადა 1981 წლის 21 თებერვალს, ქ. სიღნაღში.

სამუშაო გამოცდილება

2022 წლის 4 აპრილს, ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დაინიშნა, მანამდე კი, 2021 წლიდან ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობს იკავებდა. 2017-2021 წლებში დარჩიაშვილი გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. 2016 წელს გახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამავე წელს დაინიშნა საგანგებო დავალებათა ელჩად საგარეო საქმეთა სამინისტროში.

2015-2016 წლებში დარჩიაშვილი იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

2012-2014 წლებში ილია დარჩიაშვილი მუშაობდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში. 2014 წელს დაინიშნა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველ მოადგილედ, შემდეგ კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა. 2003-2004 წლებში, ილია დარჩიაშვილი მუშაობდა „ბანკ რესპუბლიკაში“ ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრის პოზიციაზე, 2004-2006 წლებში კი, ამავე ბანკში გახლდათ ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსი. 2006 წელს, დარჩიაშვილი „ბანკ რესპუბლიკაში“ (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) დაინიშნა ფილიალის მმართველად და აღნიშნულ პოზიციას 2012 წლის ჩათვლით იკავებდა.

განათლება

2008-2011 წლებში განათლებას იღებდა საფრანგეთში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში და გახდა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

2002-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის სპეციალიზაციით და მოიპოვა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

დიპლომატიური რანგი

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

ფინანსთა ყოფილი მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ჩავა
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოზიტიური დინამიკა წელსაც გრძელდება - მოცულობამ უკვე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა
ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა შარლ მიშელისთვის გაეზიარებინა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა
ილია დარჩიაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე - პრემიერს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტები კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხება და ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო იქნება
ილია დარჩიაშვილი - ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ხელისუფლებამ გასწია, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას - არ გვაქვს აღქმა, რომ ერთ ან ორ თვეში ან რომელიმე ტიპის დოკუმენტით ეს პროცესი დაიხურება
თეონა აქუბარდია - ლავროვი 2008 წლის ომზე პროპაგანდისტული გზავნილებით საუბრობდა, პარტნიორი ქვეყნების მინისტრები დემარშის სახით გავიდნენ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი კი მორჩილად იჯდა - ეს ღირსების შემლახველი იყო
რომან გოცირიძე - ილია დარჩიაშვილის გამოსვლაში სხვა ტონი უნდა ყოფილიყო - უნდა ყოფილიყო ლავროვისადმი პირდაპირი პასუხი და არა ის, რომ სახლში მომზადებული ტექსტით გამოვიდა
პაატა მანჯგალაძე - მეგონა, ლავროვის განცხადება „ქართული ოცნების“ შტაბში დაწერეს - ალილუია, რომ ოკუპაცია ახსენა დარჩიაშვილმა, მაგრამ ლაპარაკი არაფერს ცვლის, მთავარია, რას აკეთებ დეოკუპაციისთვის
არმაზ ახვლედიანი ილია დარჩიაშვილზე - ეუთო-ს მინისტერიალზე უფრო მწვავედ შეიძლებოდა საუბარი - როგორც ჩანს, დარჩიაშვილმა ის თქვა, რა ჩარჩოც განუსაზღვრა მას პოლიტიკურმა გუნდმა
ილია დარჩიაშვილი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია
ილია დარჩიაშვილი - რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს, 2014 წელს უკრაინული ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიამ საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს
ირაკლი კობახიძე - როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი - სპეკულირებისთვის საფუძველი არ არსებობს
გიორგი რუხაძე - თუ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მორცხვი ბავშვივით კუთხეში აიტუზება, ხმას არ ამოიღებს ან მერე იტყვის, „ჩვენ მშვიდობა გვინდა, ომი კი არა და კარგი ხალხი ვართ“, სჯობდა, ეუთოს მინისტერიალზე არ ჩასულიყო
გიორგი ბარამიძე - არ მგონია, რომ ეუთო-ს მინისტერიალზე ილია დარჩიაშვილის ჩასვლაა პრობლემა - როდესაც უკრაინა, ბალტიის სახელმწიფოები, ლავროვის მონაწილეობას უცხადებენ ბოიკოტს, შეუძლებელია, საქართველომ იგივე არ გააკეთოს
შალვა პაპუაშვილი - ომიდან 2 წელში სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე ასტანის სამიტში მონაწილეობდნენ, სადაც ასევე მონაწილეობდა ლავროვი და პუტინი - ახლა საუბარი, რომ ერთ დარბაზში ოკუპანტთან ყოფნა არ შეიძლება, ფარისევლობაა
ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისლანდიელ კოლეგას შეხვდა
ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს