ირაკლი კობახიძე - ყოფილი მინისტრები, ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე ყოფილი მინისტრები, ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელებად ახალი კანდიდატები წარადგინა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძეს, ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის.

სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს