ილია დარჩიაშვილმა მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეფე ჩარლზ III-სთან აუდიენციისას განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

„ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს.

მისმა უდიდებულესობამ, მეფე ჩარლზ III-მ საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს