გრიგოლ გეგელია - კაცი, რომლის პირობებშიც თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რაც მკაფიო სიგნალია, რომ ანტიევროპულობა წარმოადგენს რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს

კაცი, რომლის პირობებშიც თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, - ასე გამოეხმაურა “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დიდ ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დანიშვნას.

გეგელიას შეფასებით, ბრიტანეთში ილია დარჩიაშვილის ელჩად დანიშვნა “ქართული ოცნების” საერთაშორისო პოზიციების კიდევ უფრო მეტად დასუსტებაა.

ილია დარჩიაშვილის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ კაცი, რომლის პირობებშიც ყველაზე თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რომელთანაც “ქართულ ოცნებას” ვითომდა ურთიერთობების გადატვირთვა სურს.

დარჩიაშვილის იქ მივლენა არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ის ანტიევროპულობა, რასაც დარჩიაშვილი განასახიერებდა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არის შენარჩუნებული, წარმოადგენს ამ რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს და რომ ლონდონშიც ეს კურსი იქნება სწორედ წარგზავნილი საქართველოს დე ფაქტო რეჟიმის სახელით.

ეს არის “ქართული ოცნების” საერთაშორისო პოზიციების კიდევ ერთი დასუსტება და კიდევ ერთი აღიარება, რომ რასაც დარჩიაშვილი განასახიერებდა, რაც ბოჭორიშვილმა განაგრძო და ჩააცემენტა, ეს კურსი არის რეალურად “ქართული ოცნების” ანტიევროპული და ანტიეროვნული საგარეო პოლიტიკური კურსი”, - განაცხადა გეგელიამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან განხორციელებული ზარიც შეაფასა და აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას” ამ სატელეფონო საუბრის ურთიერთობების გადატვირთვად წარმოჩენა სურს.

“რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” ცდილობს, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარი წარმოადგენს ურთიერთობების გადატვირთვას, ხოლო სინამდვილე არის ის, რაც ჩვენ ვიცით, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პოსტიდან, სადაც არანაირ გადატვირთვაზე არ ყოფილა საუბარი. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს არაერთი წინა განცხადებიდან, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები მკაფიოდ ამბობს, რომ თუ “ქართულ ოცნებას” სურს ურთიერთობების ნორმალიზება, მაშინ რეჟიმმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას კონკრეტული მიმართულებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი გადატვირთვა და ნორმალიზება არ მოხდება, ასე რომ, “ქოცური” ბოდიალის მაგიერ, მე ამ რეჟიმს ვურჩევდი, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ მიმართულებებით, რომელიც მათ ძალიან კარგად იციან აშშ-ის მხრიდან და გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია”, - აღნიშნა გეგელიამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს