პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. პრემიერმა დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკავა საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიცია. იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს