ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარტნიორები მიხვდებიან, რომ ინტერვენციები, მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვხედავთ და გვესმის, ჩვენთვის მიუღებელია

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები მიხვდებიან, რომ ინტერვენციები, მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ და გვესმის, ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პარტნიორებმა აუცილებლად უნდა მოისმინონ და გაიზიარონ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.

„მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება [ევროპელი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით] და სრულად ვეთანხმები იმ პათოსს, რომელიც მან გააჟღერა. ჩვენ პარტნიორობა გვესმის იმ ჭრილში, რომ ჩვენმა პარტნიორებმა აუცილებლად უნდა მოისმინონ და გაიზიარონ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელმაც შექმნა იმის საჭიროება, რომ ჩვენს ქვეყანაში მიგვეღო ეს სამართლებრივი რეგულაციები. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები მიხვდებიან და დარწმუნდებიან იმაში, რომ მსგავსი ტიპის ინტერვენციები, მსგავსი ტიპის მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ და გვესმის, ჩვენთვის მიუღებელია", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, ის ხალხი, რომელიც მსგავსი უხეში ფორმით ერევა ქვეყნის შიდა საკითხებში, მიხვდება, რომ ეს არ არის ურთიერთობის მისაღები ფორმა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს მზაობა კონსტრუქციული დიალოგისთვის და არა მიკერძოებული დიალოგისთვის. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ ინტერესს, რომ ღიად და გულწრფელად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს", - განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პარტნიორი, რომელიც ყოველთვის მზად არის მოისმინოს არგუმენტები.

„ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთსტრატეგიული ინტერესების პოლიტიკას უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, რომელიც სასარგებლო იქნება ყველასთვის", - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე