სალომე სამადაშვილი - დასავლეთთან ურთიერთობების გასაფუჭებლად უკეთესს პერსონას, უკეთესს მონას, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შეასრულებს, ვერ იპოვიდნენ და დაასახელეს მაკა ბოჭორიშვილი

იმისათვის, რომ დასავლეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო დიდ ჩიხში შევიდეს და კიდევ უფრო გაფუჭდეს, უკეთესს პერსონას, უკეთესს მონას, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შეასრულებს, ალბათ, ვერ იპოვიდნენ და დაასახელეს მაკა ბოჭორიშვილი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, მაკა ბოჭორიშვილის წარდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „რეჟიმს სჭირდება, რომ რასაც კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალებს, თუთიყუშივით გაიმეოროს“.

ილია დარჩიაშვილის საუკეთესო ინტერესებში იყო, რომ თვითონვე გადამდგარიყო და ამაზე მას არაერთხელ მოვუწოდე. რაც შეეხება ქალბატონ ბოჭორიშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ის იყო ყურმოჭრილი, აბსოლუტური მონა, შემდეგ გადაბარდა ასევე, ყურმოჭრილ მსახურად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. იმ რეჟიმს, რომელსაც ერთადერთი, რაც სჭირდება, ისაა, რომ რასაც კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალებს, თუთიყუშივით გაიმეოროს. იმისათვის, რომ დასავლეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო დიდ ჩიხში შევიდეს და კიდევ უფრო გაფუჭდეს, უკეთესს პერსონას, უკეთესს მონას, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შეასრულებს, ალბათ ვერ იპოვიდნენ და დაასახელეს მაკა ბოჭორიშვილი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს